ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BOGG-ის დაფინანსებით მარტვილში სასტუმრო იხსნება
13 მაისი, 2022, 16:24
BOGG-ის დაფინანსებით მარტვილში სასტუმრო იხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც სამშენებლო მასალების შეძენას და მშენებლობის განხორციელებას მოვახმარეთ. სასტუმროში 5 ოთახი განთავსდება, რომელიც 20 ვიზიტორს დაიტევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ  ახალი ნომრების დამატებას. ასევე, გვსურს ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც სტუმრები დროის კომფორტულად გატარებას და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელი, მაია სიგუა.

„მოხარული ვართ, რომ  გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.  საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები