






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ დამატებით 500 მილიონი ევროს (521,9 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას,დახმარება მოიცავს ისეთი მძიმე იარაღის გადაცემას, როგორიცაა ტანკები და არტილერია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე რამდენიმე დღეში შეთანხმდება.
ამერიკის სენატში უკრაინის
40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე კენჭისყრა რენდ პოლმა შეაჩერა. ეკონომიკური
პრობლემების მოტივით, სენატორი მოითხოვდა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ხარჯების
მეტ ზედამხედველობას. კანონპროექტზე კენჭისყრა, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს,
უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატამ. აღნიშნული საკითხი მომავალ კვირას განიხილება.
წყარო: The
Economist