ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7141        EUR 2.7662        GBP 3.2835        RUB 4.5071        UAH 0.7349        AZN 1.6007        AMD 6.6998      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო შესყიდვების 18% უკონკურენტოდ ტარდება
16 მაისი, 2022, 15:05
სახელმწიფო შესყიდვების 18% უკონკურენტოდ ტარდება

2021 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 4,701,769,413 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 82%-ია, ხოლო გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ მთლიანი შესყიდვების 18% - 1,052,419,113 ლარი შეადგინა. გამარტივებული შესყიდვების უმეტესი წილი - 62% (653,658,051 ლარი) განეკუთვნება ახალი კორონავირუსის პანდემიის მართვისთვის საჭირო, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სამედიცინო საქონლისა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებების შესყიდვებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სუბსიდიებს და მონეტარული ზღვრის დაცვით განხორციელებულ, 5,000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე შესყიდვებს. 

2021 წელს 31 800-მდე ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია იმ ტენდერების რაოდენობა რომლებსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიენიჭა საბოლოო სტატუსი. ასეთი ტენდერების რაოდენობამ 29,5002 შეადგინა, რაც დაახლოებით 18%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები