






USD | 2.7086 |
EUR | 2.7728 |
GBP | 3.2752 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ იაფი წყაროებიდან საწვავის იმპორტისას ფასი დაიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ფასების მიმართულებით რამის გაკეთების საშუალება კომპანიას არ აქვს.
" 1 თვის წინ იყო, რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების და აშშ-ს მიერ სანავთობო რეზერვების გახსნის ფონზე ფასის შემცირება დაიწყო. ამ ინფორმაციის საფუძველზე ხელისუფლებას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ეთქვა, რომ ელოდებოდნენ ფასის შემცირებას. რაც ყველას გაგვიხარდებოდა. მხოლოდ საბრუნავ სახსრებზე ორნახევარჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. აქ მილიონებზეა საუბარი და ამ ოდენობის საბრუნავი სახსრების მობილიზება კომპანიისთვის მძიმე ტვირთია", - სოსო ფხაკაძის თქმით, ფასი რომ რეკორდულად მაღალია არავინ უარყოფს:1 ბარელი $113-$114 ღირს. აქციზის შემცირება არ მიაჩნია გამოსავლად.
"როგორც ეკონომისტს, არაერთხელ მითქვამს, რომ სულ რომ განახევრდეს აქციზი, ისე მკვეთრად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი, ნახევრად შემცირებული აქციზის სიკეთეს ნიველირებას გაუკეთებდა რამდენჯერმე. თუმცა, როგორც ბიზნესმენი მივესალმები თუ ხელისუფლება ნებისმიერ გადასახადს შეამცირებს.