






USD | 2.7141 |
EUR | 2.7662 |
GBP | 3.2835 |
TRY | 0.1511 |

თბილისი (GBC) 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $1.6მლრდ. შეადგინა, რაც 32.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 76.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.1%-ით გაიზარდა და $1.2მლრდ-ს გაუტოლდა.
2022 წლის იანვარ-აპრილში
ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 % შეადგინა.
ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი ($277.2
მლნ.), რუსეთი ($138.3 მლნ.) და ბულგარეთი ($128.8
მლნ.)
2022 წლის იანვარ-აპრილში
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები
არის წარმოდგენილი $363.3 მლნ. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი
ექსპორტის 30.1% შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები
$195.4 მლნ.(მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.2%),
ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები $128.3 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი
ექსპორტის 10.6%).