ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი მომხმარებელს სამედიცინო კვლევებს უფინანსებს
19 მაისი, 2022, 15:56
ლიბერთი მომხმარებელს სამედიცინო  კვლევებს უფინანსებს

თბილისი (GBC) - ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანიატელეკლინიკა - MyDoc“-თან და   თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად საპილოტე პროექტი დაიწყო.

მარტის და აპრილის თვეებში კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, MyDoc - მობილური კლინიკის მეშვეობით, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს უფასო  სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, დაიგეგმა ზემოაღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა დაავადების გამოვლენის მიზნით, გულ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და შესაბამის სპეციალისტებთან ტელესამედიცინო კონსულტაციები. მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსით კვლევები და კონსულტაციები დაინტერესებულ მოსახლეობას ჩაუტარდა სრულიად უფასოდ.

 

,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვისსტრატეგიის ფარგლებში განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში კომპანიატელეკლინიკა MyDoc”-თან  დათბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთანერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის  ხელმისაწვდომი გამხდარიყო სამედიცინო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა საპილოტე პროექტის შედეგებისა და ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება. ლიბერთი განაგრძობს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავის მომხმარებლებს ფინანსურ თუ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.“  - გიორგი ქოროღლიშვილ, ლიბერთის დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალურობის დეპარტამენტის უფროსი.  

 ,, ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას.

ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდათ სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან.

 

დისტანციურ კონსულტაციებს უზრუნველყოფდნენ ამერიკული ჰოსპიტალის ექიმი სპეციალისტები.

MyDoc- ის მიერ ყველა ბენეფიციარისათვის შეიქმნა ინდივიდუალური დაცული სამედიცინო ელექტრონული ბარათი, რომელშიც დაგენერირდა ყველა სამედიცინო კვლევის შედეგი, რომლის გამოყენებაც ბენეფიციარებს შეეძლებათ საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს.

ამ პროექტის მეშვეობით განხორციელდა იმ საჭირო და აუცილებელი თანამედროვე  სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად ახლოს მიტანა მოსახლეობასთან, რომლის ჭიროებაც თვალნათლივია და რომლის მისაღებადაც მოსახლეობას უწევდა დიდი მანძილების დაფარვა და თანხის გადახდა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ   რეგიონებში, სადაც ექიმ-სპეციალისტთა ნაკლებობაა- ირაკლი სასანია, Teleklinika – Mydoc-ის მმართველი პარტნიორი

 

Mydoc პირველი ტელესამედიცინო კომპანიაასაქართველოში, რომელიც დაავადებათადიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესებში აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტსა და უახლეს ტელესამედიცინო ტექნოლოგიებს.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=LZgnTPW54hI

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები