ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
sCool Card-მა bolozari.bog.ge გაუშვა
19 მაისი, 2022, 16:29
sCool Card-მა bolozari.bog.ge გაუშვა

თბილისი (GBC)  - საქართველოს ბანკი ახალგაზრდა თაობის ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლას განაგრძობს, რათა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათზე მორგებული პროდუქტები, სერვისები და ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. იმისთვის, რომ ბოლო ზარის სამზადისი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, ბანკმა მათ სიახლე მოუმზადა. http://bolozari.bog.ge/- სპეციალურად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბანკმა მე-12 კლასელების ჰობების, ინტერესების, გემოვნებისა და იდენტობის შესაბამის ილუსტრაციებს მოუყარა თავი.

მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავთ რა დაიხატონ პერანგზე, სპეციალურად მათთვის შექმნილი ილუსტრაციებიდან შეძლებენ შეარჩიონ სასურველი, ჩამოტვირთონ ის და maika.ge-ში დაპრინტვის შემთხვევაში, sCool Card-ით გადახდისას 40% ქეშბექით ისარგებლონ.   

 ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3wEIJ4T

 „ბოლო ზარის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პერანგების საშუალებით თვითგამოხატვაა. თუმცა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება ბოლო ზარამდე, იმატებს მღელვარება და ძნელდება იმ ერთი ვიზუალის შერჩევა, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან ერთად გაატარებს.  სწორედ ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსწავლეები ბოლო ზარისათვის სასურველი მზა ილუსტრაციის შერჩევას და მის სპეციალური ფასდაკლებით დაპრინტვას შეძლებენ. გარდა ამისა, ბოლო ზარისთვის sCool Card-მა მოსწავლეებს მათ საყვარელ კვების და გასართობ ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა, რომელიც ამ პერიოდს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.   

 sCool Card-ის შეთავაზებების შესახებ მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია:

https://bit.ly/3wwIDw2

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები