






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში
კვლავინდებურად მაღალანაზღაურებადი მენეჯერების სიმრავლე შეინიშნება, რაც მათ მიერ
მიღებული შემოსავლებიდანაც ჩანს. FY21-ის
განმავლობაში, TBC-ის
დირექტორატიდან თითოეულის ანაზღაურებამ 1-1 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
კერძოდ, საანგარიშო წელს, TBC-მ 6 დირექტორს
საერთო ჯამში 25.7 მლნ ლარი გადაუხადა ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურების სახით, საშუალოდ
თითოს კი 4.3 მლნ.
მთლიანი ფიქსირებული ანაზღაურების სახით, ბანკის 6-მა დირექტორმა 11.4 მლნ მიიღო, ხოლო ცვლადი
ანაზღაურების სახით, რომელიც გადავადებულ აქციებში გამოიხატება, 14.3 მლნ ლარი. დირექტორატისთვის
გადაცემული აქციების ჯამურმა რაოდენობამ კი 81,987 აქცია შეადგინა.
TBC-ის
6 დირექტორი FY21-ს
ბოლოსთვის საერთო ჯამში £22.7 მლნ-ის აქციებს ფლობს.
რეიტინგში მოცემულია დირექტორატის მიერ FY21-ის ბოლოსთვის,
აქციების ფლობისა და მათი ღირებულების მაჩვენებლები.
დირექტორი |
აქციების რ-ობა |
ღირებულება £ |
ვახტანგ ბუცხრიკიძე |
1 026 263 |
14,675,561 |
ნინო მასურაშვილი |
302
752 |
4,329,354 |
გიორგი თხელიძე |
127 317 |
1,820,633 |
ნიკოლოზ ქურდიანი |
72
480 |
1,036,464 |
თორნიკე გოგიჩაიშვილი |
54 755 |
782,997 |
გიორგი მეგრელიშვილი |
1
862 |
26,627 |
სულ |
1 585 428 |
22,671,620 |