ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7141        EUR 2.7662        GBP 3.2835        RUB 4.5071        UAH 0.7349        AZN 1.6007        AMD 6.6998      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის სტიპენდიანტებმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღეს
2 ივნისი, 2022, 12:33
BOGG-ის  სტიპენდიანტებმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღეს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ  როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს განათლების ხელშეწყობა და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას. ბანკმა 4 წლის განმავლობაშ 10 ნიჭიერ ახალგაზრდას სრულად დაუფინანსა სწავლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში,რომლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე  მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონია რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით. 

 

„საქართველოს ბანკი წლებია ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისა და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამ მიზნით ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორიცაა: ფულბრაიტის, ჩივნინგის, Miami Ad School Europe-ის სასტიპენდიო პროგრამები. უკვე 4 წელია საქართველოს ბანკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 სტუდენტს სწავლასსრულად უფინანსებს. წელს კი სტიპენდიანტებმა უკვე მიიღეს საერთაშორისო აკრედიტაციის  მქონე ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ჩვენც მიგვიძღვის ჩვენი მოკრძალებული წვლილი ძალიან საინტერესო მიმართულებებით ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებაში, რომლებიც დარწმუნებული ვართ, ამ ცოდნას საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებასა და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას მოახმარენ. გვინდა მივულოცოთ მათ ხარისხის მიღება და ვუსურვოთ წარმატებები კარიერულ გზაზე“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.  

 

“წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების  განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოშვების 54% სწავლას წარჩინებით ასრულებს და კურსდამთავრებულთა 45% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები”- განაცხადა ჰალილ გუვენიმ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანმა. 

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ:

უნივერსიტეტი დაარსდა 1897 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებშიმის მიზანს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უმაღლესი განათლების შეთავაზება წარმოადგენს2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის  მქონე (ABET, ACS, WASC), აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ესენია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდანმისი სასწავლო პროგრამები 191 მიმართულებას მოიაზრებსუნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 9 000 სტუდენტს აღემატება.

საქართველოს ბანკის“ შესახებ:

 

„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკიქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 36.0%), სესხებისა (საბაზრო წილი 35.7%) და კლიენტთადეპოზიტების (საბაზრო წილი 36.4%) მიხედვით (2021 წლის31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნულიბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციისთანახმად). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობსკორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციებისმართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკიემსახურებოდა 1.6 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს212 სერვისცენტრის, 989 ბანკომატისა და 3,134 გადახდისაპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციურისაბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვესატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრულიინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge http://www.bog.ge/

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები