ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7141        EUR 2.7662        GBP 3.2835        RUB 4.5071        UAH 0.7349        AZN 1.6007        AMD 6.6998      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა
8 ივნისი, 2022, 13:29
ბაილეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ ბაილეთში 1 ჰა-ზე  მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის საერთო ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 100 000 ლარს შეადგენს.

„მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ, საკუთარ ნაკვეთზე მოცვი გაგვეშენებინა, მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომელმაც მხარდაჭერა გაგვიწია და ფაქტიურად სტარტაპს დაგვიდგა გვერდით.  ამჯერად გვაქვს პლანტაცია 1ჰა-ზე, თუმცა ვფიქრობთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენი გათვლებით, მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 10-12 ტონა იქნება, რომლის რეალიზაციასაც, საწყის ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ჟონდერ ჩხარტიშვილი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყობს დამწყებ ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის, ამ შემთხვევაში კი გურიის განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, რომ მათ ირწმუნონ საკუთარი თავის, დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესი და ამით წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები