






USD | 2.7141 |
EUR | 2.7662 |
GBP | 3.2835 |
TRY | 0.1511 |

თბილისი (GBC) – ჩვენ ცემას არ გიპირებთ, - ალუდა ღუდუშაურმა
გიორგი ვაშაძე დაამშვიდა, რომ პოზიციისგან საფრთხეს არ უნდა ელოდოს, თუმცა უნდა
ეშინოდეს მის გვერდით მჯდომი მანჯგალაძის.
ღუდუშაურმა
ოპოზიციონერი დეპუტატი მულტფილმის გმირ მშიშარა თაგვს შეადარა, რომელსაც კოლეგებთან
დარბაზში შესვლის ესშინია და მათ მხოლოდ ბრიფინგებით ესაუბრება.
ღუდუშაურის
რეაქცია მოყვა ვაშაძის შენიშვნას. გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თანმჯდომარე
მთავრობის ცარიელი ლოჟისკენ გაახედა და განუცხადა რომ ამით დასტურდება მთავრობის
პარლამენტისადმი დამოკიდებულება.ოპოზიციისთვის ასევე მიუღებელია მთავრობის პოზიცია
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. პაპუაშვილმა თქვა რომ ახლა ჯერი ევროპაზეა.
ვაშაძეს მიაჩნია რომ ჯერი ახლა პარლამენტზეა,რომელსაც დიდი ძალისხმევა მართებს
ქვეყნის მთავარი მიზნის მიღწევაში.