






USD | 2.7141 |
EUR | 2.7662 |
GBP | 3.2835 |
TRY | 0.1511 |

თბილისი (GBC) – 2022 წლის I კვარტალში მშპ-ს მოცულობამ მიმდინარე ფასებში 14.4 მლრდ ლარს გაუტოლდა,რაც 14.9%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე(11.5 მლრდ ლარი). მშპ-ს დეფლატორი გაიზარდა 8.7%-ით.
ამ პერიოდში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ მიმართულებებში: ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4 %), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7 %), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9 %), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3 %), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9 %), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2 %), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8 %), განათლება (18.2 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4 %), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 %), მშენებლობა (7.3 %), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9 %).