ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობის ფასი ვარდება
22 ივნისი, 2022, 12:41
ნავთობის ფასი ვარდება

თბილისი (GBC) - Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე თბილისის დროით 12:29 საათისთვის 4,03%–ს კარგავს და ბარელის ფასი $110.07–ს შეადგენს.

კიდევ უფრო მეტით, 4,5%–ით იაფდება ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე და ამ დროისთვის ბარელი ამერიკული ნავთობი $104,6 ღირს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ნავთობის ფასის ვარდნა აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება – იგი საწვავზე ფასების ზრდის შეჩერების მოწოდებით გამოვიდა, რითაც ქვეყნის ძირითად ენერგოკომპანიებზე მოახდინა ზეწოლა.

სააგენტოს ცნობით, აშშ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია და ქვეყანა საწვავზე ფასის ზრდასა და ინფლაციას ებრძვის.

  Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტი ოთხშაბათს, 22 ივნისს, ბენზინზე ფედერალური გადასახადით დროებით გაუქმების მოწოდებით გამოვა, რომელიც გალონზე 18,4 ცენტს შეადგენს.

აღინიშნება, რომ ხუთშაბათს ბაიდენთან 7 უმსხვილესი ნავთობკომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, სადაც ბენზინის გაიაფების საკითხს განიხილავენ. საწვავის რეკორდული გაძვირების გამო ეს კომპანიები რეკორდულ მოგებას იღებენ.

მანამდე, სამშაბათს, Chevron–ის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ვირტმა განაცხადა, რომ ნავთობმრეწველობის კრიტიკა არ წარმოადგენს ბენზინის გაიაფების გზას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები