ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები NAITS-ს გაეცნენ
22 ივნისი, 2022, 15:15
ბანკები NAITS-ს გაეცნენ

თბილისი (GBC)საქართველოს საბანკო ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც ცხოველთა რეგისტრაცია-იდენფიციკაციის ახალ სისტემას შეეხო.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომერციული ბანკების, სურსათის ეროვნული სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჩატარდა.  

 

შეხვედრის მთავარი მიზანი კომერციული ბანკების წარმომადგენლებისთვის ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ახალი ონლაინ სისტემის, NAITS-ის გაცნობა იყო. სისტემა შეიქმნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით. მომხსენებლებმა საქართველოში ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის არსებულ მიდგომებზე ისაუბრეს და შემდეგ, დამსწრეებს ახალი ონლაინ სისტემა გააცნეს.

 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა აქტიური დიალოგი, რომელიც ბანკების მიერ დაკრედიტების პროცესში აღნიშნული სისტემის გამოყენების შესაძლებლობებს შეეხო.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები