






USD | 2.7141 |
EUR | 2.7662 |
GBP | 3.2835 |
TRY | 0.1511 |

თბილისი (GBC) - გამოკითხული კომპანიების
37.1% აცხადებს, რომ 2022 წლის II კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, გაყიდვების
ფასები იზრდება. 58.1%-ის განცხადებით, გაყიდვების ფასები არ იცვლება და მხოლოდ გამოკითხულ
კომპანიათა 4.8%-სთვის მცირდება, - ასეთია ბიზნეს
ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ფასების ზრდა დააფიქსირა მშენებლობის სექტორში გამოკითხულთა
ყველაზე დიდმა ნაწილმა. ამ სექტორში, კომპანიების 50%-მა განაცხადა, რომ გაყიდვების
ფასები, 2022 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის სექტორში არც ერთი
გამოკითხული კომპანია არ აფიქსირებს გაყიდვების ფასების შემცირებას 2022 წლის II კვარტალში,
წინა კვარტალთან შედარებით.
ამასთან, გამოკითხულ კომპანიათა 29.9% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას,
2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით. მაშინ როცა 68.2% არ
ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ
1.9% ვარაუდობს, რომ ფასები დაიკლებს.
სექტორებს შორის,
მშენებლობის სექტორში პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია (63.6%) მოელის ფასების ზრდას,
2022 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში
არც ერთი გამოკითხული კომპანია არ მოელის ფასების შემცირებას 2022 წლის III კვარტალში,
2022 წლის II კვარტალთან შედარებით.