ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ სამშაბათს, 23 აპრილს გაავრცელა.
1713870451
პროექტის ჯამური ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.KIABI – ის პირველი ფილიალის გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ახალი კოლექცია და ამასთან, მიეღოთ სპეციალური 20 % - იანი ფასდაკლება. KIABI ფრანგული ბრენდია, რომელიც 1978 წელს დაარსდა და ის 26 ქვეყანაში 606 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის მიზანი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვაა. საქართველოში მას „ჯითექს ჯგუფი“ წარმოადგენს, რომელიც ქართველ მომხმარებლებს არაერთ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის : OVS, PENTI, MATALAN, TERRANOVA. კომპანია მომხმარებელს ავეჯის მიმართულებითაც სთავაზობს არჩევანს და ეს ბრენდებია: ENGLISH HOME, ENZA HOME. „კომპანია ჯითექსი 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 6 საერთაშორისო ბრენდის ფრანჩაიზს ახორციელებს. ის საქართველოს მასშტაბით, (თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში) 31 ფილიალით არის წარმოდგენილი. დღეს კი კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის KIABI - ის პირველი მაღაზია გავხსენით. ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს სთავაზობს. მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი წლებია ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გაფართოებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში აქტიურად გვეხმარება. სამომავლოდ, ბრენდი ქართველ მომხმარებლებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამასა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობას შესთავაზებს. გარდა ამისა, KIABI საქართველოს ბაზარზე უწყვეტ განვითარებას გეგმავს. მალე, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ფილიალით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვერი ტაბიძემ, კომპანია ჯითექსის აღმასრულებელმა დირექტორმა“საქართველოს ბანკისა და „ჯითექს ჯგუფის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სხვადასხვა ბრენდების შემოყვანის ჭრილში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის - KIABI - ის ფილიალი გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და მომხმარებლებისთვის არაერთი საინტერესო სიახლის გაზიარებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.
1713869734
„ეს განსაკუთრებული დღეა მთელი მსოფლიოს ესპანისტებისთვის და ბედნიერი ვართ მასში მონაწილეობით“, – უთხრა ესპანური საინფორმაციო სააგენტოს EFE–ს ილიაუნის ესპანური ენის პედაგოგმა ია კარგარეთელმა.მისი თქმით, „იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც ესპანური ენის შესწავლა სურთ, მუდმივად მზარდია“.„დღეს ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სერვანტესის ინსტიტუტთან, ესპანურ ენას დაახლოებით 100 სტუდენტი სწავლობს“, – თქვა ია კარგარეთელმა.თბილისში, მარტის ბოლოს, ესპანისტების საზოგადოება დაფუძნდა, რომლის მიზანია ესპანური ენის პოპულარიზაცია და კულტურული გავშირების დამყარება მსოფლიოს ესპანურენოვან ქვეყნებთან.ესპანურ ენას დღეს საქართველოში 20–მდე კერძო სკოლასა და რამდენიმე მსხვილ უნივერსიტეტში ასწავლიან.2025 წელს ჩილეში ესპანისტების საერთაშორისო ასოციაციის ტრადიციული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები პირველად მიიღებენ მონაწილეობას.
1713867695
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტო და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.EHTTA-ს გენერალური ასამბლეა წელიწადში ორჯერ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კურორტების განვითარების სააგენტომ, 2024 წლის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების უფლება მოიპოვა, რაც ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.გენერალური ასამბლეის ოფიციალური ნაწილი შედგება ევროპის თერმული მემკვიდრეობის და ტურიზმის კონფერენციის და ასოციაციის შიდა სამუშაო შეხვედრებისგან. მოწვეული სტუმრები გაეცნობიან კურორტ წყალტუბოს განვითარების ხედვასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდას შეუწყობს ხელს.კონფერენციას ასოციაციის 30-მდე წევრი, ევროპის თერმული ქალაქების ათზე მეტი მერი და ვიცე-მერი, კურორტების მფლობელები, გენერალური მენეჯერები და საქართველოს სხვადასხვა კურორტის წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა."საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, მისი მრავალფეროვანი კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსით, ლანდშაფტით და კულტურული მემკვიდრეობით როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში ღირსეული ადგილი დაიკავოს და შექმნას მაღალკონკურენტუნარიანი კურორტები. შესაბამისად აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობაც, საქართველოში და კონკრეტულად თერმული და ჯანმრთელობის ტურიზმის ისტორიულ ცენტრში, როგორიც არის წყალტუბო, სიმბოლურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ღონისძიებას" - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.კონფერენციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს წყალტუბოში მოქმედი თერმულ-რადონული მინერალური წყლების აბაზანები და გაეცნენ კურორტის ისტორიულ მემკვიდრეობას.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი საირმესა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.
1713866453
Roamingo არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს, მობილურ ინტერნეტს, eSIM ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM ბარათს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ინტერნეტ პაკეტები მოქნილი პირობებით ბევრად უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს, სხვადასხვა საჩუქრის სახით. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს“, - აცხადებენ ალდაგში;
1713864819
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.
1713864282
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
1713786182
BOGG-მა ირლანდიის ბირჟაზე $300 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა
1712760780
ეს კითხვაც მოხსნილია - გოცირიძეც გააძევეს
1713191640
ბანკის შემდეგ პაპაშვილმა vasp-ის ნებართვაც მიიღო
1713361200
EURO 2024–ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის Wizz Air ავიაბილეთებს...
1712737432