GE EN
სხვა სიახლეები
2020 წელთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონება 41%–ით გაძვირდა

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.

1713864282

Transavia ამსტერდამი–თბილისის მიმართულებით ოპერირებით კმაყოფილია

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანიის გაყიდვები თბილისის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და მაღალი საშუალო დატვირთვის ფაქტორი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებულია. ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით ჩამოსული ვიზიტორების ძირითად სეგმენტს კი უცხოელები შეადგენენ.Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

1713863208

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმაგი დაბეგვრა უქმდება

განხილვის შემდეგ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანეს და დაამტკიცეს.ანალოგიურ შეთანხმებას საქართველომ და თურქეთმა 2007 წელს მიაღწიეს. ეს შეთანხმება ძალაში 2010 წლის თებერვალში შევიდა. 

1713861020

🎥 ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვ...

პანექსი აწარმოებს კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის. პროდუქცია გამოირჩევა საუკეთესო თბოიზოლაციით, კონსტრუქციის სიმარტივით და მრავალწლიანი გარანტიით.ბაზისბანკსა და პანექსს შორის პარტნიორობის ფარგლებში, საწარმო უახლესი და თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღიჭურვა, რამაც სენდვიჩ პანელების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანა.„გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით, ასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სენდვიჩ პანელების წარმოება 70%-ით გავზარდეთ და, დარწმუნებული ვარ, სამომავლო ამბიციური გეგმების განხორციელებას კვლავ ბაზისბანკის მხარდაჭერით შევძლებთ, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას და წინსვლას.ჩვენი მიზანია, პროდუქციის მაღალი ხარისხით და მიწოდების უწყვეტობით განვვითარდეთ ადგილობრივ ბაზარზე, ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე და გავზარდოთ პროდუქციის ექსპორტი.“ - გიორგი ლევიძე, პანექსის აღმასრულებელი დირექტორი. „ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, ყოველთვის მზად არის ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით და კომპანია პანექსთან წარმატებული პარტნიორობით გაფართოების კიდევ მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს. გვეამაყება, რომ პანექსთან ერთად კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბიზნესის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ -  ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.ბაზისბანკის და პანექსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია:

1713859735

ბაგების ხიდის ქავთარაძის ქუჩასთან დამაკავშირებელი გვირაბი 14 მლნ ლარად...

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის (გვირაბული მეთოდი) მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 953 160 ლარს შეადგენს.„საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს:– მისასვლელი 1 - პანდუსის მოწყობას უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან;– გვირაბის მოწყობას;– გამოსასვლელი 2 - პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.გვირაბსა და პანდუსების ფარგლებში გათვალისწინებულია ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები წერილობითი დავალების მიცემიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. bpn.ge

1713859361

პაპუაშვილი 29 აპრილის კონტრაქციაზე „ქუდზე კაცს“ იწვევს

პაპუაშვილის მტკიცებით, საზოგადოება ხედავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, "ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება“.„ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუკის“ კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც უპირისპირდებიან „შავ ფულს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის“.ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ მეორედ დაინიციირდა პარლამენტში, დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რასაც თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში მასობრივი აქციები ტარდება. ბოლო დღეებში ძირითადად ახალგაზრდები თვითორგანიზებული აქციებით მოუწოდებენ ხელისფულებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი.ამ ფონზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ოფშორებიდან კაპიტალისა და ქონების საქართველოში დაუბეგრავად შემოტანის შესაძლებლობას იძლევა. 

1713858571