GE EN
სხვა სიახლეები
CNN: აშშ-მ ულტრა მემარჯვენეთა დაფინანსებისთვის ებრაული კომპანიები დაას...

რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის, ინონ ლევაისა და დევიდ ჩაი ჩასდაისთვის ათასობით დოლარს აგროვებდნენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.ორივე პირი აშშ-მა სასანქციო სიაში ჯერ კიდევ თებერვალში შეიყვანა, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გაზრდილი ძალადობის ფონზე, აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა.პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორგანიზაცია „ლეჰავას“ დამფუძნებელსა და ლიდერს, ბენ-სიონ გოპშტეინს. ამ ორგანიზაციის წევრები, არსებული ინფორმაციით, პალესტინელ მოქალაქეებზე თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას.(საზმაუ)

1713548400

MBC ბანკთან კონკურენციისთვის მზადაა

MBC-ის დაკრედიტება წლიურად 13%-ით გაზრდილია, შემოსავლები 17%-ით.  მისომ 2024-ის I კვარტალი მილიონამდე მოგებით დაასრულა.ამ დროისთვის MBC-ი არაუზრუნველყოფილ სესხს 20 000 ლარამდე გასცემს, წლიურ 25-35%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-27%-ის ფარგლებში.მისოს სასესხო განაკვეთების შემცირებაზე აქვს გაცხადებული. ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, რაც სებ-დან ლარის რესურსს პირდაპირ მოიზიდავს, ბანკის შუამავლობის გარეშე.MBC-ის რისკების დირექტორს ნინო დევდარიანს, რომელიც ასევე მიკროსაფინანსოების ლობია (მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი) უჭირს პროგნოზირება, სესხის პროცენტი რა ნიშნულამდე დაიწევს, 20%-იან ზღვარს ჩამოსცდება თუ არა.რადგან, როგორც მან განმარტა, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან და რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, ეს ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული.ამ გაზაფხულს ნინო დევდარიანი ორ ნიუსს ელოდება. სებ-ისგან, MBC-ისთვის, მიკრობანკის ლიცენზიას და მისოებისთვის დაკრედიტების 100 000 ლარიანი ლიმიტის გაორმაგებას, ფინანსთა სამინისტროსგან, რომელსაც სებ-მა რეკომენდაცია გაუწია.

1713547467

ეცადაშვილი, ტერაშვილი და გიუნაშვილი თავისუფლები არიან

და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

1713547440

ოქრო უქმეებიდან მოყოლებული იაფდება

წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღეს კი გრამი ოქროს ფასი 216 ლარს აღემატებოდა,.სებ-ის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან (2023) ოქროს 557 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანი, დანარჩენი კი 0.02 გ-იანი.აქედან ყველაზე მეტი, 117 ერთეული, შეთავაზებიდან 2 დღეში, გასული წლის 4-6 დეკემბერს გაიყიდა (წყარო: ბიზნესპარტნიორი). იქიდან მოყოლებული, 5 თვეში, ოქროს ფასი 16%-ით არის გაზრდილი. გეოპოლიტიკური რისკების და ინფლაციის ბოლოდროინდელი მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.სებ-ის განმარტებით, მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.ონლაინ, მხოლოდ 20გ-იანი ზოდის შეძენაა შესაძლებელი. 1 000 გ-იანი საკასო ცენტრში იყიდება 

1713534900

ლავროვმა „უმსუბუქესი“ უწოდა საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონს“

„საქართველოში ამ დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გარდაქმნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უმსუბუქესია. თვით აშშ–ში, საფრანგეთში და პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც კანონები ჯარიმებს სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, თუ ფული მიიღე და ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაც არა ისეთს აკეთებ“, – თქვა მან.ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი მხოლოდ დეკლარირებას ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლის 20%–ზე მეტს იღებს უცხოეთიდან.ლავროვი ჯერ კიდევ 2023 წელს აკრიტიკებდა მისთვის „კარგად ნაცნობ“ სალომე ზურაბიშვილს. „მადლობა ღმერთს, რომ იგი ქვეყნის განვითარების გზებს არ განსაზღვრავს“, – ამბობდა მაშინ ლავროვი.„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მანამდე შეფასებები და განცხადებები გააკეთეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და კრემლის იდეოლოგმა ალეკსანდრ დუგინმა.

1713529533

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შ...

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713528339