ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9089        EUR 3.221        GBP 3.8319        RUB 4.5697        UAH 1.2276        AZN 1.7103        AMD 6.0767      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GWP:  შეშელიძის ხევში მაგისტრალურ წყალდენზე  აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს  
15 იანვარი, 2016, 13:45

 

თბილისი (GBC) - კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ ღამიდან, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს გლდანის რაიონში, ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, რომელიც გუშინ საღამოს დაზიანდა.

კომპანიის ცნობით, აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ერთი მხრივ, მაგისტრალურ მილამდე მისასვლელი გზა დაჭაობებულია ხევიდან ჩამდინარე წყლებით, მეორე მხრივ კი, წყლის მაგისტრალის სიახლოვეს ასევე გადის ფოლადის სხვა კომუნიკაციებიც.

 იმ მიზნით, რომ  უშუალოდ დაზიანების ადგილამდე კომპანიის სპეცტექნიკამ და საავარიო ბრიგადებმა მიაღწიოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე გზის მოწყობის სამუშაოებს ატარებს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოების დაწყება გზის გაყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონში წყალმომარაგება ხუთშაბათს, საღამოს 10 საათიდან შეწყვეტილი აქვს:

  • გლდანის  „ა“, I, II, III, IV და თემქის  IV მ/რაიონებს, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებულ ორგანიზაციებს, ანდრონიკაშვილის  მე-2  და  მე-3  შესახვევებს, შეშელიძის, ბარისახოს,  ჭრებალოს, ერწოს, ხეჩუაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
  • წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია ჩამოთვლილ უბნებს სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით მიაწვდის.

გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის.

ასევე, წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე კომპანია აბონენტებს წინასწარ, ინდივიდუალურ SMS-შეტყობინებას გაუგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები