ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4801        GBP 3.889        RUB 4.4615        UAH 1.1874        AZN 1.8725        AMD 6.6219      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
რეიტინგები << უკან
1 წელში მილიარდერებმა 570 მილიონი დაკარგეს
1 მარტი, 2016, 22:18
1 წელში მილიარდერებმა 570 მილიონი დაკარგეს

თბილისი (GBC) - მსოფლიოში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ მილიარდერები დააზარალა- მათი რაოდენობა შემცირდა და პირველი ათეულიც შეიცვალა. ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ახალ რეიტინგში 1810 პირი შეიყვანა, 16-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.

მათი ქონება ჯამურად 6,48 ტრილიონი აშშ დოლარია, 570 მილიონით ნაკლები 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. რეიტინგში ახალგაზრდა მილიარდერების რაოდენობა გაიზარდა. 67 პირი 40 წელზე ახალგაზრდაა.

რეიტინგის ლიდერობას არავის უთმობს ბილ გეითსი, რომელიც არა მხოლოდ უმდიდრესი ადამიანია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი მეცენატიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 წელში მისი ქონება 4,2 მილიარდით შემცირდა, მაინც პირველ ადგილს იკავებს. 60 წლის ბილ გეითსი ამჟამად, 75 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა 79 წლის ესპანელი მილიარდერი, ამანსიო ორტეგა. მან ბოლო წელიწადში ქონება 2,5 მილიარდით, 67 მილიარდამდე გაზარდა. ის უმდიდრესი ევროპელი და ასევე ყველაზე მდიდარი რითეილერია.

სამეულშია უორენ ბაფეტი - Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი და ინვესტირების გურუდ მიჩნეული ბაფეტის ქონება 60,8 მილიარდია, 1 წელიწადში მან 11,9 მილიარდი დაკარგა.

გასული წელი განსაკუთრებით ცუდი აღმოჩნდა მექსიკელი მილიარდერის კარლოს სლიმისთვის, 27,1 მილიარდიანი ზარალის შემდეგ, მისი ქონება 50 მილიარდამდე შემცირდა და რეიტინში მეორედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

წარმატებული წელი ჰქონდა Amazon.com -ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს, რომლის ქონებაც Forbes-მა 45,2 მილიარდად შეაფასა. წლიური ზრდა 10,4 მილიარდია. ასე რომ, 52 წლის ბეზოსი მეხუთე ადგილზეა.

ნამდვილად გაუმართლა მარკ ცუკერბერგსაც. Facebook-ის დამფუძნებელმა ქონება 11,2 მილიარდით 44,6 მილიარდამდე გაზარდა. 31 წლის ცუკერბერგს ცოლი და 1 ქალიშვილი ჰყავს.

ათეულში იხილავთ: ლარი ელისონს, Oracle-ის დამფუძნებლის ქონება 43,6 მილიარდად ფასდება (-10,7 მლრდ), ასევე მაიკლ ბლუმბერგს - 40 მლრდ (+4,5 მლრდ) და ძმებს-  ჩარლზ და დევიდ კოხებს, მათი ქონება 39.6 – 39,6 მილიარდად ფასდება (-3,3 მლრდ).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები