ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1761        EUR 3.5366        GBP 3.9161        RUB 4.5026        UAH 1.1824        AZN 1.8634        AMD 6.5659      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე დედოლარიზაციის პროცესის კრიტიკოსებს კვლევით პასუხობს
8 დეკემბერი, 2016, 14:43
კობა გვენეტაძე დედოლარიზაციის პროცესის კრიტიკოსებს კვლევით პასუხობს

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დედოლარიზაციის კრიტიკოსებს  პასუხობს.

Fecebook-ში საკუთარ გვერდზე კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლევას იხმობს, რომელიც ადასტურებს, რომ გაცვლითი კურსის მოქნილობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სესხების სწრაფი დედოლარიზაციისთვის.

„კვლევისას შესწავლილ იქნა 1997–2015 წლებში 33 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილება. მეტიც, კვლევის თანახმად, რაც უფრო მოქნილია გაცვლითი კურსი ქვეყანაში – მით უფრო სწრაფია დედოლარიზაციის პროცესი. ავტორებს მაგალითად მოჰყავთ პერუ, რომელშიც დედოლარიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2014 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გაიზარდა გაცვლითი კურსის მოქნილობა და შემოღებულ იქნა ადეკვატური მაკროპრუდენციული ზომები. დღეისათვის დოლარიზაცია პერუში მხოლოდ 29%–ია“, - წერს ქვეყნის მთავარი ბანკირი.

ბლოგში, რომელიც imfdirect-ზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ პერუს მიღწევები დედოლარიზაციაზე ძალიან თვალსაჩინოა.

ამ ქვეყანაში 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში ჰიპერინფლაცია დაფიქსირდა, რამაც დოლარიზაციის მაჩვენებელი 90%-მდე გაზარდა.

ამის შემდეგ პერუმ სერიოზული მაკროეკონომიკური რეფორმები დაიწყო. ბიუჯეტის შესახებ ახალმა კანონმა შესაძლებელი გადახადა დეფიციტისა და ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნება, ამავე დროს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა, რომელიც 2002 წელს იქნა მიღებული, ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობა გაამყარა. შედეგად, ინფლაციის მაჩვენებელი 2002 წლიდან საშუალოდ, 2¾ პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლათინურ ამერიკაში.

ამასთან, პერუს ხელისუფლებამ დამატებითი ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, უფრო მკაცრი მოთხოვნები შემოიღო  სავალუტო კრედიტის გაცემაზე და ამასთან, ბანკებს შესთავაზა სავალუტო რეპო ოპერაციები, რითაც მათ მისცა შესაძლებლობა გასცენ კრედიტები ადგილობრივ ვალუტაში.  

ვრცლად იხილეთ: https://blog-imfdirect.imf.org/2016/09/21/enhancing-monetary-policy-flexibility-through-de-dollarization/ 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები