ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1701        EUR 3.8523        GBP 4.4876        RUB 4.4253        UAH 1.1732        AZN 1.862        AMD 6.1074      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უსინათლოებისთვის საქართველოში პირველი ინტერნეტ სერვისცენტრი იხსნება
12 დეკემბერი, 2016, 17:49
 უსინათლოებისთვის საქართველოში  პირველი ინტერნეტ სერვისცენტრი იხსნება

თბილისი (GBC) -  მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N 99) საქართველოში  პირველი  ინტერნეტ სერვისცენტრი (Information Access Center – IAC) იხსნება,  რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

 

ცენტრის გახსნის ცერემონიისას სიმბოლურად ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრა მოხდება.

ინფორმაციასთან წვდომის ცენტრი კორეის რესპუბლიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ICT და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის, ასევე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნულ სააგენტოს (National Information Society Agency – NIA) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იხსნება.

პროექტი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის აქტიური მხარდაჭერითა და ინიცირებით ხორციელდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები