ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0465        EUR 3.4221        GBP 3.7947        RUB 4.2811        UAH 1.1241        AZN 1.7921        AMD 6.2887      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
არასამთავრობოები სასამართლოს პანორამა თბილისის საქმეზე სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდებენ
13 დეკემბერი, 2016, 11:12
არასამთავრობოები სასამართლოს პანორამა თბილისის საქმეზე სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდებენ

თბილისი (GBC) - მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები სასამართლოში პროექტის „პანორამა თბილისის“ საქმის გაჭიანურებას ეხმაურებიან.

ორგანიზაციების ცნობით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში  წარადგინეს  სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქ. თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

„მეორე თვეა, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში  სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე“, - აცხადებენ ორგანიზაციები.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმისწარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს, გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტურად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სასამართლოს, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა და აღნიშნული საქმის განხილვა და გადაწყვეტა განახორციელოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში.

განცხადებას ხელს აწერენ: ინიციატივა საჯარო სივრცისათვის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, მწვანე ალტერნატივა, მწვანე მუშტის აქტივისტები, პარტიზანული მებაღეობა თბილისის აქტივისტები და თბილისის ჰამქარის აქტივისტები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები