ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0416        EUR 3.4087        GBP 3.8294        RUB 4.429        UAH 1.1372        AZN 1.7892        AMD 6.2875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ-მა ძირითადი გაანკვეთი არ შეამცირა
14 დეკემბერი, 2016, 13:59
სებ-მა ძირითადი გაანკვეთი არ შეამცირა

თბილისი (GBC) - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 6,5% შეინარჩუნა.

უკვე მეორე სხდომაა სებ-ი რეფინანსირების  განაკვეთს ვერ ამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ წინა სხდომებზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების გაგრძელების აუცილებლობაზე აღნიშნავდა.  

სებ-ის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები სუსტია. თუმცა, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში. ამასთან, ეროვნული ბანკი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას.  

"რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ბოლო თვეების მანძილზე წლიური ინფლაცია ნულოვან ნიშნულთან ახლოსაა და ნოემბერში 0.2 პროცენტი შეადგინა. დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე წინა პერიოდებში შემცირებულ ფასებთან ერთად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნაა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც შემცირდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდა ლარით გაცემული სესხები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოთხოვნის სტიმულირებისთვის. 

ბოლო პერიოდში გაძლიერდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოს ეკონომიკაზე. დოლარის გლობალურმა გამყარებამ, ევროსა და თურქული ლირის გაუფასურება, მოლოდინებითა და სავაჭრო არხებით აისახა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე. მეორე მხრივ, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში საქონლის ექსპორტი წლიურად იზრდება. ასევე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილებიდან", - განაცხადა მთავარმა ბანკმა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 იანვარს გაიმართება.

სექტემბრის სხდომაზე სებ-მა ძირითადი განაკვეთი 25 პუნქტით შეამცირა. წლის დასაწყისიდან კი, 8%-დან 6,5%-მდეა შემცირებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები