ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9089        EUR 3.221        GBP 3.8319        RUB 4.5697        UAH 1.2276        AZN 1.7103        AMD 6.0767      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებს 2 სასწავლო კურსზე იწვევს
5 ოქტომბერი, 2017, 11:41
ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებს 2 სასწავლო კურსზე იწვევს

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებს ორ სასწავლო კურსზე იწვევს და ამ მიზნით აცხადებს კონკურსს:

 საჯარო ფინანსების მართვის საფუძვლები - კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა საჯარო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა: საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები (9 სთ);  საგადასახადო კანონმდებლობა (30 სთ); ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში (სახაზინო პროცედურების ჩათვლით) ( 57 სთ); ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)

განრიგი:
➡️ დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
➡️ საათი: 18:30- 21:30
➡️ 31 ოქტომბერი – 28 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
➡️9 იანვარი - 22 მარტი (მეორე ეტაპი)

ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში - კურსის მიზანია, შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:  ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ);  საგადასახადო კანონმდებლობა (33 სთ); ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენებით) (60 სთ); ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)

განრიგი:
➡️დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი
➡️ საათი: 18:30- 21:30
➡️ 30 ოქტომბერი – 27 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
➡️10 იანვარი - 23 მარტი (მეორე ეტაპი)

თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 22 მსმენელის შერჩევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დეკუმენტები: 
➡️ სამოტივაციო წერილი
➡️ რეზუმე ( CV)
➡️ცნობა GPA-ის შესახებ
➡️ ნიშნების ფურცელი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  2017 წ. 17 ოქტომბერი, გასაუბრება გაიმართება 23-25 ოქტომბერს. 

(ტელ: (995 32) 226 10 26
ელ. ფოსტა: academy@mof.ge ! Subject-ში მიუთითეთ იმ სასწავლო კურსის დასახელება, რომლის გავლაც გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება) 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები