ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1411        EUR 3.6531        GBP 4.3234        RUB 4.4252        UAH 1.1991        AZN 1.8459        AMD 6.5713      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს  
20 მარტი, 2018, 11:12
ალდაგი სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს   

 

თბილისი (GBC)- სადაზღვევო კომპანია ალდაგი ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე ლიდერია.

2017 წლის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის წილის 36.7%-ს ფლობს. ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 40.3% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 39.0% ფლობს. 2017 წლის შედეგებით, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი 39.4 მილიონ ლარს შეადგენს.

2017 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი World Finance Global Insurance Awards-ის მიერ საქართველოში საუკეთესო მზღვეველად დასახელდა. ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. World Finance კვარტალური ელექტრონული გამოცემაა რომელიც ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ბიზნესის და მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს ახორციელებს. ასევე ახდენს დაჯილდოებებს სხვადასხვა მიმართულებით, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.

Best Life and General Insurance Company, Georgia - ტიტული ალდაგმა 2017 წლის შედეგების მიხედვით მიიღო.

 სრული ინფორმაცია: http://bit.ly/ALDAGIGLOBAL

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები