GE EN
ეკონომიკა
CNN: აშშ-მ ულტრა მემარჯვენეთა დაფინანსებისთვის ებრაული კომპანიები დაას...

რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის, ინონ ლევაისა და დევიდ ჩაი ჩასდაისთვის ათასობით დოლარს აგროვებდნენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.ორივე პირი აშშ-მა სასანქციო სიაში ჯერ კიდევ თებერვალში შეიყვანა, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გაზრდილი ძალადობის ფონზე, აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა.პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორგანიზაცია „ლეჰავას“ დამფუძნებელსა და ლიდერს, ბენ-სიონ გოპშტეინს. ამ ორგანიზაციის წევრები, არსებული ინფორმაციით, პალესტინელ მოქალაქეებზე თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას.(საზმაუ)

1713548400

პარლამენტმა ფიზიკური პირების დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ოფ...

ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1–ელ იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

1713516035

თბილისის აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო ა...

ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის - მესამედ, მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100 ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

1713513893

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზები განაახლა

ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს, 2024 წლისთვის სავალუტო ფონდი ყველაზე მაღალ, 6.5%-იან ზრდას ტაჯიკეთში პროგნოზირებს, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (+6.0%), საქართველო (+5.7%) და უზბეკეთი (+5.2%).სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლოს იქნება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებთან გარდა, თურქეთისა, უზბეკეთისა და ყაზახეთისა. ამასთან, სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.სავალუტო ფონდი ყურადღებას ასევე ამახვილებს პოტენციურ რისკებზეც. კერძოდ, რეგიონალური კონფლიქტების ფონზე სასაქონლო ფასების სწრაფი ზრდა, მაღალი  ინფლაციის განგრძობითობა, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის შესუსტება და სხვა რისკები, რომლებსაც გავლენა ექნება გლობალურ ზრდაზე. ამასთან, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს თუ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდება გლობალური მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ცენტრალური ბანკები უფრო მეტად შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, დაჩქარდება პროდუქტიულობის ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდება რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ძალის მეტ ჩართულობაზე, რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ა.შ.

1713512988

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის ნაცვლად ბაქო–სუფსის მილსადენს...

მანამდე, მარტში, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. ეს ნედლეული აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით გლობალურ ბაზრებზე გადის.აღნიშნული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი გამოთქვამდა მზადყოფნას, წელიწადში შემდგომი ტრანსპორტირებისათვის 2,2 მლნ ყაზახური ნავთობი მიეღო.ყაზახეთი ცდილობს, ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის ალტერნატიული გზები მონახოს. ამას პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში საუბრობდა.

1713437217

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Exp...

3-დღიანი  ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600 მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს გაეცნონ.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ. ჰოლანდიურ პოლონურ, ნორვეგიულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, UN STUDIO, TSR, SITA, RESA და DIMARK-თან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს. შეხვედრები გაიმართა აეროპორტების გაერთიანების მიმდინარე საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებთან პოტენციურ მომწოდებლებთან.გამოფენაზე აეროპორტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ესაუბრონ  გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. ასევე, დაათვალიერონ, ადგილზე შეხვდნენ პოტენციურ მიმწოდებლებს აეროპორტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სპეცტექნიკის, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ინვენტარის სამომავლოდ შესყიდვის მიზნით. 

1713430019

მერია ავარიულ კორპუსებს 20–სართულიანი კომპლექსებით ჩაანაცვლებს

დემონტაჟს დაქვემდებარებული ერთ-ერთი კორპუსი მდებარეობს სამგორში, მოსკოვის გამზირის 4 ნომერში, ხოლო მეორე – დიღმის მასივის პირველ კვარტალში.„დედაქალაქში გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა. დავიწყეთ პროგრამა ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი სამშენებლო პროექტებით. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია 2 პროექტზე. სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირზე პირველი კომპლექსის 4 ნომერში ავარიული 9 სართულიანი შენობა-ნაგებობაა, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება მოსახლეობასთან. მოხდება დემონტაჟი და აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა, რომელიც იქნება 20-სართულიანი და -2 სართულზე იქნება ავტოფარეხები. დიღმის მასივის პირველ კვარტალში გვაქვს ავარიული შენობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, აქ 135 ოჯახი ცხოვრობს და ამ კორპუსის ნაცვლად აშენდება 20 სართულიანი შენობა ნაგებობა, -2 სართულზე იქნება პარკინგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

1713343835

კორეა–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მო...

გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა; ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის,“ - აღნიშნა გენადი არველაძე.ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან თავზე.

1713247080

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ISAGO–ს აკრედიტაცია მიიღო

ISAGO-ს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA -ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული, ასევე ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანიებისთვის, რამდენადაც ISAGO-ს სერტიფიკატის ქონა მათთვის უსაფრთხო ოპერირების, მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვის გარანტს წარმოადგენს. აკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ძალისხმევისა და ეფექტური მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ ვადებში მოხდა სერტიფიცირების წარმატებით დასრულება.IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტი (ISAGO) წარმოადგენს საავიაციო ინდუსტრიის გლობალურ, მსოფლიოში აღიარებულ პროგრამას სახმელეთო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისთვის. ISAGO უზრუნველყოფს საექსპლუატაციო პროცედურების სტანდარტიზაციას და ზრდის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზაციას საავიაციო ინდუსტრიაში.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო, რომლის  შედეგადაც IATA-ს  აუდიტორების მხრიდან განხორციელდა სახმელეთო მომსახურების პროცესების სრულმასშტაბიანი აუდიტი. ISAGO-ს აკრედიტაცია კომპანიას ენიჭება 2 წლის ვადით, რომლის ვადის გასვლის შემდგომ IATA-ს მხრიდან ჩატარდება რესერტიფიცირების აუდიტი. აკრედიტაციის ფლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, რამდენადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ძირითადი აქციონერი ფრანგული ADP  ჯგუფი გახდა, რომელიც მსოფლიოში 110 აეროპორტში ოპერირებს. 

1713167107

იტალიური წარმოების ეროვნული დღე თბილისშიც აღინიშნება

იტალიური წარმოების დღე, რომელიც იტალიურ კრეატიულობასა და ნაწარმს ეძღვნება, აღინიშნება 15 აპრილს - დღეს, როდესაც ლეონარდო და ვინჩი, დიდი იტალიელი მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი და ინოვატორი და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი დაიბადა. ამ დღეს თბილისში, დიზაინის ინსტიტუტში გაიმართება იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იქნება "იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია".ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონო გახსნის. გაიმართება საქართველოში მომუშავე იტალიელი მეწარმეების პრეზენტაციები: დიზაინის ინსტიტუტის ლექტორი, ბრენდისა და შეფუთვის დიზაინერი იაკოპო სალერი ისაუბრებს დიზაინისა და ეტიკეტის როლზე ღვინის წარმოებაში; ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა "Falezze"-ს წარმომადგენელი დავით გუგავა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს; „მასტერშეფის" ფინალისტი დიეგო ბუტილიონე, რომელმაც ქართული სატელევიზიო აუდიტორიის სიმპათია დაიმსახურა, სტუმრებს მრავალფეროვანი იტალიური სასურსათო პროდუქციის დეგუსტაციას შესთავაზებს; EliPlanet-ის დამფუძნებელი ლიკა კურტანიძე კი სტუმრებს ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურად სუფთა იტალიურ ნაწარმს გააცნობს.ღონისძიებაზე იტალიის სიამაყედ ქცეული საავტომობილო წარმოება და მთელ მსოფლიოში ელეგანტურობისა და ხარისხის სიმბოლოდ აღიარებული იტალიური მოდაც იქნება წარმოდგენილი: ღონისძიების სტუმრებს Alfa Romeo-ს ავტომობილების ექსპოზიცია და ცნობილი ფეხსაცმლის ბრენდი Geox-სა და 50-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი ისტორიული ბრენდი Replay-ს კოლექციები ელით.

1713160502