თბილისი (GBC) - ბაზისბანკმა საბაზრო წილი გაზარდა. აქტივების მიხედვით, 1 მარტისთვის(01.03.2023) ჰუალინგ ჯგუფის ბანკი,4,5%-იანი წილით IV ადგილზე პოზიციონირებს (01.03.2022- 2.35%) და როგორც კომერციულმა დირექტორმა გიგი გაბუნიამ განაცხადა III-ს უმიზნებს.

გაბუნიას  თქმით, ბანკი  ბიზნესის დაკრედიტებით, მე-3  პოზიციაზე მყარად დგას, როგორც  მცირე და საშუალო კომპანიების დაფინანსების, ასევე კორპორაციულით და საცალო ბაზარზე აპირებს უფრო მეტად გააქტიურებას.

ბაზისბანკისთვის 2023 საიუბილეოა, 30 წლისთავს ზეიმობს. თუმცა მრგვალ თარიღზე მეტად საზეიმო იყო 29 და გარდამტეხი 2022 -გამსხვილების წელი (ბაზისბანკმა პორტფელი  ვითიბისგან შეძენილი აქტივით გაიმსხვილა. ბანკი, რუსული კაპიტალით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასანქცირდა და აქტივის დათმობა მოუწია).

აზისბანკი  ( ₾, %)

 

01.03.2023

01.03.2022

აქტივები

3,036,580

1 972 524 020

სესხები

2,029,950

1 235 852 700

დეპოზიტები

1,951,813

   881 232 000

წმინდა მოგება

7,184, 000

       7 525 000

ROE

11.32%

15.08%

ROA

1.41%

2,43%

წყარო: კომერციული ბანკი

(ბიზნესპარტნიორი)