GE EN
რუსეთ–უკრაინის ომი
ლაგარდი: რუსეთის აქტივების გამოყენებით შესაძლოა საერთაშორისო წესრიგი დ...

„ოთხი სხვადასხვა სქემა ვნახე იმის გვერდის ასავლელად, რასაც ბევრი სხვა იურისტი ძალიან სერიოზულ იურიდიულ დაბრკოლებად აფასებს და რომელსაც შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სამართლის წესრიგის დარღვევა“, – თქვა ლაგარდმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც Financial Times ციტირებს.ევროპის ბანკის ხელმძღვანელის აზრით, ძალიან დიდი ყურადღებით მიდგომას საჭიროებს აქტივების გაყინვიდან მის კონფისკაციაზე გადასვლა.ქალბატონმა ლაგარდმა ყურადღება გაამახვილა რუსული აქტივების განთავსებაში არსებულ „უზარმაზარ ასიმეტრიაზე“: აშშ–შია განთავსებული $6 მლრდ, ევროზონაში – 200 მლრდ ევროზე მეტი.მანამდე აშშ–ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი რუსეთის აქტივების გამოყენების ერთ–ერთ ვარიანტად მის უკრაინისთვის გადამისამართებას განიხილავდა. რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმა G7–ის სამიტზე დაიდება, რომელიც ივნისშია ჩანიშნული. 

1713431414

ჩინეთი რუსეთს ელექტრონიკის მიწოდებას უბლოკავს

ერთ–ერთი წყაროს თქმით, საუბარია კომპლექტაციებზე, რომლებშიც შედის პროცესორი, მოწყობილობის კორპუსი, მონიტორი და სხვა დეტალები.ტრანზაქციებს იმ კომპანიებსაც კი უბლოკავენ, რომლებსაც რუს მომხმარებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.„კომპონენტების ბაზარზე ჩინეთი მონოპოლისტია. ელექტრონიკის ასაწყობი კომპონენტების თითქმის 100% მათ ხელშია“, – ციტირებს რუსული მედია ერთ–ერთ წყაროს.რუსებს ტრანზაქციების პრობლემა ჩინეთის, თურქეთის და ყაზახეთის გავლით 2023 წლის ბოლოდან შეექმნათ. ამის მიზეზი კი აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულება გახდა, რაც უცხოური კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 

1712904444

რუსეთი ბენზინს ყაზახეთს სთხოვს

სააგენტოს ერთ–ერთი წყარო ამბობს, რომ რუსეთთან მარაგების მიწოდებაზე გარიგება უკვე შეთანხმებულია. წყაროების თქმით, მოსკოვმა ასტანას 100 ათასი ტონა ბენზინის საავარიო რეზერვის შექმნა სთხოვა, რომელსაც რუსეთისთვის მისაწოდებლად გაამზადებენ.სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროებში კომენტარისგან თავი შეიკავეს.შიდა ბაზარზე ბენზინის დეფიციტის პრევენციისთვის რუსეთმა 1–ლი მარტიდან 6 თვის ვადით საწვავის ექსპორტი აკრძალა. თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.ტრეიდერების თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ეს აკრძალვა ყველა ქვეყანაზე გავრცელდეს.რუსეთში ბენზინის დეფიციტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მეათედზე უკრაინელების მხრიდან დრონებით მიტანილმა წარმატებულმა იერიშებმა შექმნა. კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი გაუჩერდათ რუსებს ორსკში და ამის მიზეზი დამბის გარღვევით გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობაა.

1712584923

ვაშინგტონმა ჩინეთის, თურქეთის და დსთ–ის ქვეყნების ბანკების ტოპ–მენეჯერ...

მათი თქმით, აშშ–მა ჩინეთის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის და დსთ–ის ქვეყნების ბანკების ტოპ–მენეჯერებს გამაფრთხილებელი წერილები დაუგზავნა. შედეგად, რუსული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ უცხოურ საკრედიტო დაწესებულებებში საშუალოდ 6 თვემდე შემცირდა, აღნიშნავენ გამოცემის წყაროები.აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს ესაუბრნენ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან თანამშრომლობის და საგადახდო სისტემა „მირის“ გამოყენების რისკებზე.გასული წლის ბოლოს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაში მხილებული სხვა ქვეყნების საკრედიტო დაწესებულებების სანქცირების უფლებას აძლევს. ამის შემდეგ ჩინეთის, თურქეთის და საამიროების ბანკებმა შეწყვიტეს ტრანზაქციები რუსულ კონტრაგენტებთან. 

1712305946

სანქტ–პეტერბურგში ქვესადგური ააფეთქეს, ათასობით მოქალაქე ელენერგიის გა...

ერთ–ერთმა მოქალაქემ პოლიციაში წუხელ დარეკა და აფეთქების ხმის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ შეწყდა ელენერგიის მიწოდებაც.Baza-ს ცნობით, საგანგებო სამსახურში ქალმა დარეკა, რომელმაც უწყებას ორი ძლიერი აფეთქების შესახებ აცნობა. კამერებმა დაუდგენელი პირი დააფიქსირა, რომელმაც ეკატერინას პროსპექტზე მდებარე ქვესადგურში შეაღწია.ინციდენტის ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზიანებული ორი ტრანსფორმატორი დახვდა. ერთი მათგანი აღდგენას აღარ ექვემდებარება. რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ წყარომ დაუდასტურა, რომ ქვესადგურზე აფეთქება მოხდა.რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დივერსიის ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე ლენინგრადის ოლქის რამდენიმე რაიონში ჯამში 12 ათასი აბონენტია დარჩენილი.ლენინგრადის ოლქის ენერგო ინფრასტრუქტურაზე პირველი დივერსია 2023 წლის მასში განახორციელეს, როდესაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ბოძი ააფეთქეს.

1712228758

ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენაში გერმანული ფირმები მონაწილეობენ

ჟურნალისტების ცნობით, რუსების მიერ განადგურებული და შემდეგ ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენაში გერმანული კომპანიების მონაწილეობის მტკიცებულებების შეგროვებისას გამოიყენეს სამშენებლო კომპანიების მონაცემები, საქმიანი დოკუმენტაცია, ფოტო და ვიდეომასალები.გერმანული Knauf მარიუპოლის მშენებლობებზეჟურნალისტების მტკიცებით, კერძოდ, მარიუპოლში ბევრ მშენებლობაზე იყენებენ Knauf–ის წარმოებულ ცემენტს. ARD–ის მონაცემებით, Knauf–ს რუსეთში დღემდე ჰყავს 4 000–მდე თანამშრომელი და რუსეთის ბაზარზე მრავალმილიონიანი ბრუნვა აქვს. რედაქციის კითხვაზე საპასუხოდ კომპანიაში განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობენ და რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას იცავენ. პრეს–სამსახურში დასძინეს, რომ Knauf–ის პროდუქცია, რომელიც რუსეთში იწარმოება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. რედაქციის ბევრ კითხვას კომპანიამ პასუხი არ გასცა.ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი გმობს გერმანული კომპანიების მონაწილეობას დაპყრობილ ქალაქში წამოწყებულ პროექტებში და მიიჩნევს, რომ მათი მომსახურება ეხმარება ომს, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს: „Knauf–ის შემთხვევაში თვალსაჩინოა, რომ კომპანია ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის მარიუპოლში რუსეთის ხელისუფლებას აბეტონებენ“.WKB Systems–ის ბეტონის ბლოკებიგარდა ამისა, მარიუპოლში მშენებლობებზე გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაზე ARD–ის ჟურნალისტებმა მწვანე მასალაში შეფუთული ბეტონის ბლოკებიც შენიშნეს, რომლებსაც გერმანული WKB Systems გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მიუსტერლანდის რეგიონში აწარმოებს. ეს კომპანია ბეტონის ბლოკების მწარმოებელ ქარხნებსაც ამარაგებს აღჭურვილობით.კომპანიის ძირითადი აქციონერი რუსი ბიზნესმენი ვიკტორ ბუდარინია. „Monitor–ის მიერ მოპოვებული საბაჟო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ WKB Systems GmbH ბუდარინის ერთ–ერთ საწარმოს წლების განმავლობაში აწვდიდა აღჭურვილობას ასეთი ბლოკების წარმოების გასამართად – როგორც ჩანს, სწორედ ამ კომპანიის პროდუქციას იყენებს რუსეთი მარიუპოლში თავისი ძალაუფლების გასამყარებლად“, – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.აქვე აღნიშნულია, რომ ბუდარინისთვის ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია. WKB Systems–ში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს. 

1712224881

პოლონეთის პრემიერმა „ომისწინა ეპოქის“ დადგომის შესახებ განაცხადა

„ვიცი, ეს კატასტროფულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ახალი ეპოქის დადგომას უნდა შევეგუოთ – ომისწინა ეპოქის. არ ვაჭარბებ. დღითი დღე ეს სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“, – თქვა ტუსკმა.მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2009 წელს აცხადებდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ მაშინ „ხალხმა მხრები აიჩეჩა: რა თქმა უნდა, პოლონელია, რუსოფობი“, მაგრამ დღეს ევროპის დედაქალაქებში ამ პრობლემისადმი მიდგომები იცვლება.ტუსკმა ესპანეთის პრემიერის პედრო სანჩესის ბოლოდროინდელი განცხადებაც გაიხსენა, რომელიც სიტყვა „ომის“ ხსენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა პოლიტიკოსებს, რათა ადამიანები აბსტრაქტული სიტყვებით არ შეწუხდნენ. „მე ვუპასუხე, რომ ევროპის ჩემ ნაწილში ომი აბსტრაქცია აღარ არის და ჩვენი ვალია არა განხილვა, არამედ მოქმედება და მზადება თავდაცვისთვის“, – აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.

1711708390

პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსული ჯაშუშური ქსელების განადგურების შესახებ გან...

ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა ვარშავასა და ტიხიში. შედეგად, ძალოვნებმა 48,5 ათასი ევრო, 36 ათასი აშშ დოლარი და ინფორმაციის ციფრული მატარებლები, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს. დაიკითხნენ საქმის ფიგურანტები.„დოკუმენტურად დაფიქსირდა საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო პრორუსული ინიციატივების ორგანიზებაზე და ევროპის კავშირის ქვეყნებში მედიაკამპანიის წარმოებაზე. ქსელის მიზანი იყო კრემლის საგარეოპოლიტიკური ამოცანების რეალიზაცია“, – განაცხადა სპეცსამსახურების მინისტრის პრეს–სპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ.მისივე თქმით, რუსეთი თავისი ჯაშუშების მეშვეობით ცდილობს პოლონეთის პოზიციის დასუსტებას საერთაშორისო არენაზე, უკრაინის დისკრედიტაციას და ევროპის კავშირის სტრუქტურებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ამ მიზნების მისაღწევად შექმნეს საიტი Voice of Europe. პორტალზე ქვეყნდებოდა სტატიები მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, თქვა დობჟინსკიმ და დასძინა, რომ სპეცსამსახურებმა ქსელის დაფინანსების სქემაც გაშიფრეს. 

1711692798

რუსეთის ქალაქ გრაივორონიდან მოსახლეობა გაჰყავთ

„მოგმართავთ, ვინც ოლქის ტერიტორიაზე რჩებით. ვითარება დაძაბულია. გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ ოლქის ტერიტორია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაციის უფროსმა გენადი ბონდარევმა.გრაივორონის საქალაქო ოლქი, რომელიც ათობით სოფელსაც მოიცავს, უკრაინას ესაზღვრება. ქალაქი რეგულარულად იბომბება.2021 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში 6 200 ადამიანი ცხოვრობს.

1711015836

თურქეთის შემდეგ რუსული ნავთობი ინდოეთმაც დაბლოკა, ჩინური ბანკები რუსებ...

ინდოეთი, რომელმაც გასულ წელს სწრაფად შეიძინა იაფი რუსული ნავთობი თავისი არაკონვერტირებადი რუპიებით, ამჟამად უარს ამბობს მისთვის ასეთ ხელსაყრელ თანამშრომლობაზე რუსეთთან.ინდოეთი ნავთობპროდუქტების წარმოებაში რუსეთ–უკრაინის ომამდელ სქემას უბრუნდება, რომლის დროსაც მისი ძირითადი მიმწოდებლები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ.რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს პრობლემები შეექმნათ ჩინეთში, სადაც ბანკები მათ ტრანზაქციებს აღარ ემსახურებიან. კერძოდ, უმსხვილესი ჩინური ბანკები აღარ იღებენ რუსეთიდან გადარიცხულ გადახდებს იუანში და ასეთ ტრანზაქციებს კლიენტებს უბრუნებენ. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ კომპანიებზე დაყრდნობით წერს.ჩინური ბანკები რუსებს იუანში ტრანზაქციებზე უარს აშშ–ის მეორეული სანქციების შიშით ეუბნებიან. 

1711007263