GE EN
სტატისტიკა
ადგილობრივი ექსპორტი პირველ კვარტალში 9.3%-ით შემცირდა

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში.ქვემოთ მოცემულ ცხრილი ასახავს საქართველოდან 2022-2024 წლებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($132.1 მლნ-ით), თურქეთი ($82.3 მლნ-ით) და ჩინეთი ($56.5 მლნ-ით)2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი $83.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $72.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12%-ით), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს $39.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%-ით)

1713516411

პირველ კვარტალში საგარეო ვაჭრობა 6,5%–ით შემცირდა, უარყოფითი სალდო 43%...

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს  გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:საქსტატის ინფორმაციით ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2022-2024 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).

1713513386

საქართველოში რეგისტრირებული თითქმის მილიონი კომპანიიდან მხოლოდ 27% ფუნ...

რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია, ამათგან კი მოქმედი 60 927 ბიზნესია (შესაბამისად, მათი საქმიანობის სფეროც უცნობია).საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 198 255 ბიზნეს სუბიექტი – საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, რომელთაგან აქტიურ მხოლოდ 43%-ია.დარგების ხუთეული – ყველაზე მეტი სუბიექტით:საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 198 255 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 85 747 სუბიექტი (43%)დამამუშავებელი მრეწველობა - 44 634 რეგისტრირებული, აქტიური - 18 336 სუბიექტი (41%)ტრანსპორტი და დასაწყობება - 35 126 რეგისტრირებული, აქტიური - 20 046 სუბიექტი (57%)მშენებლობა - 34 084 რეგისტრირებული, 17 654 აქტიური სუბიექტი (51,7%)განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 25 759 რეგისტრირებული, აქტიური 10 848 სუბიექტი (42%)bpn

1713509046

საგარეო ვაჭრობა შემცირდა, უარყოფითი სალდო 43,6 პროცენტია

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 აპრილს გამოაქვეყნებს.

1713167460

საქართველოში სიმინდის წარმოება გაიზარდა, ხორბლის და ქერის – შემცირდა

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების წარმოება 2016- 2023 წლებში.2023 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.2 ტონა/ ჰა, სიმინდის - 2.6 ტონა/ჰა, კარტოფილის - 12.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა, კიტრის 12.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.9 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 25.8 ტონა ერთ ჰექტარზე.

1712907178

გლობალურ ბაზარზე ნედლეული, საშუალოდ, თითქმის 10%-ით გაძვირდა

კვლევის თანახმად, კვარტალურად დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, ეტალონური მარკების ნავთობის ფასის $100-მდე ზრდა კვლავ რეალური გახდა. JP Morgan-ის სცენარის მიხედვით, ნავთობს შეუძლია სამნიშნა ფასებს სექტემბრამდე მიაღწიოს, თუმცა რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რამაც შესაძლოა ეს ზრდა შეანელოს. კერძოდ, OPEC+–ის გადაწყვეტილებები, აშშ-ის წარმოების დინამიკა და მისი სტრატეგიული რეზერვები.ამასთან, გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 14.7%-ით გაიზარდა (+0.1% 1კვ24-ში). ნედლეული ახალ მომხმარებელ სექტორს იძენს ხელოვნური ინტელექტის (AI) სახით. დატა ცენტრებისგან მზარდია ბუნებრივი აირის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგიის მოთხოვნა, რათა შეძლონ „AI რევოლუციისთვის“ საჭირო ენერგორესურსების მოძიება.გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, ოქროს ფასი თვიურად 9.1%-ით გაიზარდა (+8.1% 1კვ24-ში). გასული კვარტლის განმავლობაში ძვირფასმა მეტალმა არაერთხელ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს. ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იგივეა (ჩინური მოთხოვნა, ცენტრალური ბანკები და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება), რაც ჩვენს წინა გამოცემებში განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასის ზრდის პარალელურად ოქროს ETF-ებში ინვესტიციები მცირდება.გალტ&თაგარტის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 11.6%-ით გაიზარდა (+33.3% 1კვ24-ში). მიუხედავად ზრდისა, ინდუსტრიას რამოდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს ახლო და საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, მსხვილ ეკონომიკებში პოტენციური გაჯანსაღების და მიწოდების ჯაჭვის შესაძლო გამოსწორების (წითელი ზღვის ჩათვლით) გზით, შესაძლოა სასუქების მოთხოვნის მეტად გამოკეთება 2024 წლის მეორე ნახევრისათვის.ხორბლის ფასს რაც შეეხება, თვიურად 8 %-ით შემცირდა (-25.6% 1კვ24-ში). გასულ კვარტალში ევროკავშირში ფერმერების პროტესტი მნიშვნელოვანი თემა იყო მარცვლეულის ინდუსტრიისათვის. ფერმერები მოითხოვენ გაუქმდეს უკრაინისათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათები, რაც ქვეყანას ევროკავშირის ბაზართან თითქმის შეუზღუდავ წვდომას აძლევს. ახლანდელი ზომები 5 ივნისს იწურება, სამომავლო გეგმები კი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.სპილენძის ფასი თვიურად 4.3%-ით გაიზარდა (+3.6% 1კვ24-ში). მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის ნელი ზრდისა, ინვესტორები ბაზარზე დეფიციტს ელიან, რაც ცენტრალური ბანკების შემცირებული განაკვეთებითა და შემცირებული გადამუშავებით იქნება გამოწვეული.ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 0.1%-ით (+9.2% 1კვ24-ში), ჩინურის კი 4.7%-ით შემცირდა (-8.2% 1კვ24-ში). მოლოდინი, ამ ეტაპზე, დამაიმედებლად არ გამოიყურება, შედარებით სუსტი აზიური მოთხოვნის ხარჯზე.

1712753269

სამომხმარებლო ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ჰორეკა სექტორში ფიქსირდება -...

საანალიზო პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი თებერვალში - 0.3% იყო. ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს რაც შეეხება, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა მარტში 0.1% შეადგინა, განსხვავებით თებერვლისგან, როდესაც ამ სექტორში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2% იყო.საანალიზო პერიოდში ფასები არ შეცვლილა განათლების ჯგუფში, აქ 2024 წლის მარტშიც და თებერვალშიც ცვლილება ნულს უდრიდა. 

1712748590

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის ახალი პ...

კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიისა  და კითხვარების შესახებ.საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.  ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.  სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

1712580079

მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდაში ლომის წილი ხელფასების მატებაზე...

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 46.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 8.4 და 1.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.1 პროცენტით.ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

1712301079

ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელი, თამბაქო და საფინანსო მომსახურება ყველა...

საქსტატის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (3.9%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.9%) და პირადი ჰიგიენა (1%);ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5%-ით, რაც -0.15%-პპ-ით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4%) ქვეჯგუფზე.ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი  წვლილი 2024 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.საქსტატის მონაცემების თანახმად წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1%-ით, რაც 0.98%-პპ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11%-ით), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8%-ით) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%-ით);სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 10.2%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0.54%-პპ-ით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6%), დაზღვევა (3.9%) და პირადი ჰიგიენა (3.2%);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5%, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31%-პპ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7%-ით), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1%-ით);საქსტატის მონაცემების მიხედვით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4%ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.17%-პპ-ით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-15.3%), პური და პურპროდუქტები (-8.9%), რძე, ყველი და კვერცხი (-3.9%). ამასთან, ფასები  გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.1%) და თევზეული (1.3%).ამასთან, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.

1712141810