GE EN
ღვინო და ტურიზმი
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით გაიზარდა

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და 374 რეისს მოემსახურა ( 2023 წლის მარტი - 304 რეისი).2024 წლის პირველ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 42%-ით გაიზარდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება

1712911579

Air Astana და FlyArystan საქართველოში ზაფხულში კვირაში 39 სიხშირით იფრ...

,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. Air Astana ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო მოგვესმინა მათი გეგმების შესახებ საქართველოში. FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს. საერთო ჯამში კი საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება. ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო სეგმენტია ჩვენი აეროპორტებისთვის და ტურიზმის სექტორისთვის. ვხედავთ, რამდენად მზარდია მოთხოვნა. მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის საჰაერო მიმოსვლა იყოს მიმზიდველი და ხელმისაწვდომი თითოეული მგზავრისთვის,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ყაზახურმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს სამივე საერთაშორისო  აეროპორტებიდან ფრენის სიხშირეებს გაზრდას გეგმავს და ჯამში Air Astana და FlyArystan საქართველოში კვირაში 39 სიხშირით იფრენს.ზაფხულის სეზონზე Air Astana თბილისი-ალმატის მიმართულებით კვირაში 10 სიხშირით იფრენს, თბილისი-ასტანას მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით, ბათუმი-ალმატის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური  FlyArystan-ი ყაზახეთის 5 ქალაქის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს.2023 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 5 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს  167,492 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 

1712823202

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება

12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან.შეჯიბრება ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში 2010-2011, 2009-2008, 2007 და მეტი.ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და საქართველოს მთიანი რეგიონების სამთო მოთხილამურეებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.თიბისი მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას. 

1712749080

ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფა...

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე.„შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე ჩვენი სამინისტრო  ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აქტიურად ვიყოთ  ჩართულები ამ მოლაპარაკების პროცესში და შესაბამისად, დავგეგმეთ საერთო აქტივობები. ჩვენ გვაქვს აქტიური, მიმდინარე მოლაპარაკებები პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს დღეებში  პოტენციურ, პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთობლივი კომუნიკაცია“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.როგორც შეხვედრაზე ითქვა, საკმაოდ მზარდია ტურისტული ნაკადები ბრიტანეთიდან - საქართველოს ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც აისახება ვიზიტორების ზრდაზეც. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ავიაკომპანიებისგან გაზრდილია ინტერესი საქართველოში ოპერირებაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად.

1712738176

EURO 2024–ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის Wizz Air ავიაბილეთებს...

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია WIZZ AIR გერმანიის მიმართულებით 6 სიხშირეს ამატებს, მოთხოვნიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რეისების რაოდენობა გაიზარდოს. 1 გზა ფიქსირებულ ფასად - 199 ევროდ ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება. ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის და მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით სიხშირეები დაამატა და ბილეთები ფიქსირებულ ფასად უკვე იყიდება. დორტმუნდის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 18,19,26 და 27 ივნისს, ხოლო ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 22 და 23 ივნისს. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, შევეცდებით სრულად დავაკმაყოფილოთ. პრემიერის დავალების ერთი ნაწილი უკვე შესრულებულია, დამატებით ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომ ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაიზარდოს და რეისები ხელმისაწვდომ ფასად შესრულდეს‘’, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.ამ ეტაპზე, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება: თბილისიდან ბერლინი, მიუნხენი, დიუსელდორფი და შტუტგარტი. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი. ჯამურად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კვირაში 23 სიხშირით სრულდება ფრენები, ზაფხულის სეზონზე კი მათი რაოდენობა 30–მდე გაიზრდება.

1712737432

SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრო...

ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის 11 აპრილს, 17:00 საათიდან გაიხსნება და მისი დათვალიერება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ღონისძიება თბილისში შეკრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, იხილოს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებული გამოფენები, მონაწილეობა მიიღოს მასტერ კლასებში, დაესწროს Art Talk-ებს და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას. წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში კი 45 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარდგენილი.„თბილისის ხელოვნების ბაზრობის წლევანდელი გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესებზე, სადაც მთავარი შთაგონების წყარო მასალაა; აჩვენებს იმ ხელოვანების შემოქმედებით გზას, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის ულევი შესაძლებლობების დახმარებით, წარმოსახვას რეალობად აქცევენ. TAF ის პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებას მნიშვნელოვნად აფასებს და იმ „გამომგონებელ“ ხელოვანებს წარადგენს, ვისთვისაც მასალა და მისგან წამოსული პროცესები მათ შემოქმედებას განსაზღვრავს და ვისთვისაც, თანამედროვე ხელოვნების ინოვაციურ პროცესებთან მოსარგებად, ჩვეული ნორმების ახლებურად გადაწერა, უცხო სულაც არ არის. TAF 2024-ის მონაწილე ხელოვანები ტრადიციებსა და სიახლეებს, ისტორიულ წარსულსა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის არსებულ კავშირზე გვიამბობენ, საუკუნის დროინდელ ტექნიკურ მეთოდებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან და ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს აფასებენ“, - აღნიშნავენ TAF-ის გუნდში.„SOLO კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ხელოვნების ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინიციატივის ფარგლებში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტების ნამუშევრები, რომლებსაც ლოკალური და საერთაშორისო გალერეები წარადგენენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვანების ახალ ნამუშევრებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ნიმუშები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს ქართველი არტისტების ხელოვანთა საერთაშორისო ქსელში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას და ამასთან, უკეთ გააცნობს ქართულ ხელოვნებასა და კულტურას საერთაშორისო დონის გალერეებს, მათ წარმომადგენლებსა და არტისტებს“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.TAF 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი არტისტების კურირებული გამოფენების, მასტერ კლასების, Art Talk-ების და მრავალფეროვანი პარალელური პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის ღია იქნება 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე, 12-14 აპრილს კი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე. 

1712736403

საქართველოს შიდა აეროპორტებს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებთან წვდომა...

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს, იყოს ქვეყანაში შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და შემდგომში ფრენის ტარიფის სუბსიდირების მთავარი პარტნიორი. ახალი ტენდერი მოემსახურება შიდა ფრენების გრძელვადიან ოპერირებას, რათა, პირველ რიგში, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კომფორტული და ხელმისაწვდომი ფასით მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ რეგიონებში ტურისტული ნაკადების ზრდას. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ შიდა ფრენების სტიმულირების პროექტმა 4-ვე ტურისტულ სეზონზე საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ტურისტული ნაკადების ზრდაზე დიდი ეფექტი მოახდინა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა.„ჩვენთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით შეძლონ, იმოგზაურონ ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ან დედაქალაქში. პროექტი მნიშვნელოვანია სვანეთისთვის, რაჭისთვის, კახეთისთვის, ყველა იმ მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომლებიც აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სექტორში არიან ჩართულები. ასევე შიდა ფრენების სტიმულირებით, ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქვეყნის ყველა რეგიონში ვამოგზაუროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

1712230971

6-7 აპრილს გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლ...

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და  საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი პიტერ კროგელი  და ტექნიკური დელეგატი რიკარდო კიმინაცო.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3-4 თებერვალს გუდაურმა მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით უმასპინძლა. საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და მსოფლიო სპორტულ რუკაზე კვლავ საპატიო ადგილი დაიკავა.  სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი ისევ მიიპყრო. სწორედ ამიტომ, გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.ღონისძიება  პირველად 1997 წელს, იტალიაში ჩატარდა. შემდეგ  კი მასპინძლები იყვნენ ისეთ ქვეყნები, როგორიცაა:  ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და სხვა, 2024 წელს კი საქართველომ მოიპოვა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.ახალგაზრდული  მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: “თიბისი“, „რედკო“ და  „სილქნეტი“.

1712225187

საქართველოს ტურისტული პოტენციალი პოლონეთში წარმოადგინეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყვნენ ქართული კერძო კომპანიები.ვროცლავის გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობისა და ტურების დაგეგმვის მიზნით.პოლონური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით.ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 13 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენაში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.

1712046891

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით Starring Georgia 2024 მსოფლიო ვარსკვლავე...

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 10 მაისს აიღებს სტარტს: 10 მაისი – OneRepublic (Black Sea Arena) 31 მაისი – Scorpions (Black Sea Arena) 18 აგვისტო – Jungle (Black Sea Arena Front Stage) Starring Georgia-მ 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში მუსიკალური კულტურის  პოპულარიზაცია და მსოფლიო ვარსკვლავების ქართველი მსმენელებისთვის უფრო ახლოს გაცნობაა. სწორედ ამიტომ, თიბისი უკვე მეორე წელია Starring Georgia-ს პარტნიორია და მათთან ერთად, დაუვიწყარ დღესასწაულს და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს.დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ბილეთების თიბისის VISA ბარათით შეძენისას ისარგებლებთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით. 

1711963793