GE EN
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა BAG-ის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პანელურ დისკუსიაზე - "საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები" სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ქვეყნის ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე და გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კი ინვესტიციები დაასახელა."ინფლაცია გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე ხდება. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი გაიზარდა, მოხდა პროდუქტიული დარგების უპირატესი განვითარება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ინფლაციის ზრდის გამანეიტრალებელი ფაქტორია, ეს ნამდვილად კარგი განვითარებაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, ეს გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ტემპი ცოტა უფრო მეტად თამამი იყოს."ამასთანავე, მთავარ გამოწვევად რჩება, მონეტარული პოლიტიკის აუცილებელი მოქნილობა. ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო სწრაფად დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სწორედ ამიტომ ჩვენ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად, თუმცა საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯებით ვახდენთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მაღალი, ძირითადად პროდუქტიულობის ხარჯზე და ინფლაცია არის საკმაოდ დაბალი, ეს ფაქტორები გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ტემპი იყოს ცოტა უფრო მეტად თამამი. რა თქმა უნდა საკმაოდ ფრთხილი, რადგან ჩვენ გვმართებს ვიყოთ კონსერვატიულები, გავითვალისწინოთ ყველა პოტენციური რისკი", - განაცხადა  ნათია თურნავამ.სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და შესაბამისი პროფილური სამინისტროების ერთობლივი ანტიინფლაციური პოლიტიკის და მათ მიერ გატარებული კოორდინირებული ღონისძიებების შედეგი სახეზეა."ინფლაციის შემცირება და ანტი-ინფლაციური პოლიტიკა, რომელიც იყო ნაწარმოები, კარგი მაგალითია თუ როგორ კარგ შედეგს გვაძლევს კოორდინაცია ეკონომიკურ პოლიტიკაში. მთავრობის მიერ გატარებულმა ანტი-ინფლაციურმა ზომებმა, მათ შორის კონკურენციის გაძლიერებამ სხვადასხვა სექტორში, ჩვენი მხრიდან კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ერთიანობაში ძალიან კარგი შედეგი მოგვცა", - განაცხადა თურნავამ.ნათია თურნავამ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნესასოციაციას, ფინანსურ სექტორს და კომერციულ ბანკებს ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის.

1709306220

G&T-მა BAG-ის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური და სწრაფად მზარდი სექტორე...

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე -„საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ - მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 1 მარტს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გაიმართა და მას ბიზნესისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო, თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში, რა იყო მაღალი ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები, როგორია ბიზნეს გარემო და მოლოდინები 2024 წლის ეკონომიკურ ზრდასთან და სხვა ძირითად მაკრო პარამეტრებთან დაკავშირებით.ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს ასევე გააცნო ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებში არსებული ტენდენციები და პერსპექტივები. აღნიშნული მიმოხილვა შემდეგ სექტორებს მოიცავდა: განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონება, სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი (FMCG) და IT სექტორი.კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. ეკონომიკასთან დაკავშირებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.  სექტორულ დისკუსიაზე კი გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი ლევან შავკაციშვილი მონაწილეობდა.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტმა მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვა წარადგინა და დამსწრეებს ეკონომიკასა და სექტორებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო. ვფიქრობთ, ჩვენს ხელთ არსებული კომპლექსური ინფორმაცია და ძლიერი ანალიტიკური გუნდი საშუალებას გვაძლევს, სწორად შევაფასოთ ეკონომიკასა და სექტორებში მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, საქმიან საზოგადოებას დროულად გავაცნოთ ეს ტენდენციები, რაც მათ ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ,“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.გალტ & თაგარტის კვლევების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

1709303760

ფინანსთა მინისტრმა პანელზე პოსტკოვიდურ მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე...

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ მოკლე პერიოდში შეძლო ფისკალური კონსოლიდაცია და მიღწეული შედეგებით საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ფისკალური კონსოლიდაციის მაგალითი აჩვენა. მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფად მოხდა ეკონომიკური პარამეტრების აღდგენა და ყველა სექტორს მიეცა სწრაფი ზრდის შესაძლებლობა, ასევე, მოხდა ლარის კურსის დასტაბილურება.„შედეგად, მივიღეთ ის, რომ, როგორც დეფიციტის, ისე ვალის მოცულობის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება უსაფრთხო ნიშნულზე და საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი გამორჩეულია, არა მხოლოდ, რეგიონში, არამედ მსოფლიოში და აჩვენებს, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ასეთ მოკლე პერიოდში საკმაოდ სტაბილური ფისკალური ჩარჩოს შენარჩუნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მან მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციას საინტერესო დისკუსიისა და პრეზენტაციების მომზადებისთვის, როგორც სექტორულ ჭრილში, ისე მაკროეკონომიკური მიმართულებით.

1709292492

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო -...

ღონისძიების ფარგლებში, ბაკურიანის განახლებულ პარკში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. სტუმრებს კი ადგილზე სიმბოლური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დახვდათ.„თილისმა „გუნდას“ სახელი იდეალურად გამოხატავს დათოვლილი კავკასიონის სულს. ის კავკასიური ფოცხვერია, რომელიც ამ თვალუწვდენელ მთებს სახლად მიიჩნევს. „გუნდას“ მოქნილობა და გამჭოლი მზერა ახალგაზრდა ოლიმპიელებისთვის აუცილებელი თვისებების: ძალის, მონდომებისა და სიზუსტის სიმბოლიზებაა. გუნდას მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა სპორტსმენები, უშიშრად დაძლიონ თოვლიანი წინააღმდეგობები“, - აღნიშნავენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდში.„საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალბედა და უკვე გამოცდილ სპორტსმენებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ჰიმნი და მასკოტი იქნება ერთგვარი მოტივაცია როგორც სპორტსმენებისთვის, არ გაჩერდნენ და ამასთანავე, გულშემატკივრებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

1709289829

საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების შესახებ...

საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან შეხვედრას ბიზნესკონსულტანტი და Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია უძღვებოდა. ქალ მეწარმეებთან შეხვედრაზე მან ბიზნესის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ ისაუბრა.შეხვედრები საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილ 4B-ის სივრცეში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მეწარმე ქალი დაესწრო. შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორებიცაა:· როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება;· როგორ მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შევამციროთ წარუმატებლობის რისკები;· როგორ შევიმუშაოთ სტრატეგიული განვითარების გეგმა;· როგორ განვსაზღვროთ რესურსები და ვიზრუნოთ საქმიანობის წარმატებაზე.გარდა ამისა, ვორქშოპის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ გაევლოთ 1-საათიანი ინდივიდუალური  კონსულტაცია მომხსენებელთან და განეხილათ საკუთარი ბიზნესის სტრატეგიული გეგმები.„მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესში ბარიერების შემცირებას. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ქალი მეწარმეებისთვის ჩაგვეტარებინა  ვორქშოპი ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები თუ გეგმები კვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად განეხილათ. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგენლებს მომავალშიც არაერთ მსგავს ინიციატივას შესთავაზებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

1709286380

პრემიერმა კორუფციის დამარცხების გზას ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაში...

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა საჯარო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის მომსახურება, რომელიც უნდა შევთავაზოთ ჩვენ ბიზნესს, საჯარო სტრუქტურებმა, იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამასთან დაკავშირებითაც დაგვჭირდება თანამშრომლობა, კოორდინაცია ბიზნესთან.რაც შეეხება კორუფციას, თქვენ იცით, რომ კორუფციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები კორუფციის სიმცირის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ, როგორც ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე აქამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი. თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, რაზეც მე ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ვისაუბრე. ჩვენ გვინდა, რომ ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, ანუ გავუთანაბრდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რაც არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში ამ ამოცანის მიღწევაც არის რეალისტური. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

1709282906