თბილისი (GBC) -  2021 წლის განმავლობაში ,,ევრობრენდის'' ამონაგებმა 16.1მლნ ლარი შეადგინა,რაც 83%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. 

ამ პერიოდში კომპანიამ 88%-ით 9.4 მლნ ლარამდე გაზარდა პროდუქციის თვითღირებულება. შესაბამისად კომპანიამ 6.6 მლნ ლარი საერთო მოგება დააფიქსირა.

კომპანიის წმინდა მოგებამ კი 8.3 მლნ ლარი შეადგინა.

ევრობრენდს 2021 წელს წინა წელთან შედარებით 41%-ით 6.8 მლნ ლარამდე გაეზარდა კაპიტალი, ხოლო 32%-ით 8.3 მლნ ლარამდე აქტივები.

ევრობრენდი დაარსებულია 2013 წელს. მის ძირითად საქმიანობას ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. 2021 წლის მდგომარეობით კომპანია ასაქმებდა  80 ადამიანს. ამჟამად კომპანიას აქვს 8 ფილიალი.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

თეიმურაზ ბროძელი - 40% , იოსები ბროძელი - 30% , ირაკლი ყიფშიძე -30%.

ევრო ბრენდი

2021

2020

ამონაგები

16.1

8.8

თვითღირებულება

(9.4)

(5)

საერთო მოგება

6.6

3.8

წმინდა მოგება

3.5

1.9

კაპიტალი

6.8

4.8

აქტივები

8.3

6.3