თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 28 ნოემბერს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერს კომპანია ,,ლიჩელი’’ ლიდერობს.

ტენდერი მოიცავს 1.7 მლნ ლარის ღირებულების  109 000 კგ საქონლის ხორცის შეძენას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 80,000; შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი - 15,000კგ; შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - 3,000კგ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 11,000კგ).

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ,,ლიჩელი’’ მოგების შემთხვევაში დავალებას 1.6 მლნ ლარად შეასრულებს.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.

,,ლიჩელი’’ დაარსებულია 2011 წელს, ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 15.8 მლნ ლარია (74 ტენდერში).

კომპანიის  100% წილი ოთარ ლომიძეს ეკუთვნის.