თბილისი (GBC) – გასულ თვეს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,063 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 41%-ით, 221 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

Colliers-ის კვლევის მიხედვით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.

ამავე პერიოდში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უძრავი ქონების ბაზარი ზრდას აჩვენებს ბათუმშიც, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 51%-ით, 1,630 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 68 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.