თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკი (ADB) მიიჩნევს, რომ მიგრანტების ეფექტით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ეფექტია და მას შესაძლოა უარყოფითი გავლენაც მოჰყვეს. 

კერძოდ,  ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორი ლიაზიზა საბიროვა ამბობს რომ თუკი მაგალითად რუსეთი იქ მომუშავე ქართველებმაც დატოვეს ეს ავტომატურად აისახება ფულად გზავნილებსა და შედეგად გაცვლით კურსზე.

ამასთან, ADB აღნიშნავს იმასაც რომ მიგრანტების მსგავსი რაოდენობა მოთხოვნაზე შოკს ქმნის.

„რუსი მოქალაქეების პირველი ნაკადი ძირითადად IT სფეროშია დასაქმებული. მათმა ნაწილმა საკუთარი საწარმოების დააფუძნეს და ამას დადებითი გავლენა ჰქონდა ისეთი ქვეყნების ეკონომიკებზე როგორებიცაა სომხეთი და საქართველო. გაიზარდა ფულადი გზავნილებიც. მხოლოდ საქართველოში ფულადი გზავნილები რუსეთიდან 6-ჯერ გაიზარდა“, - ამბობს ლიაზიზა საბიროვა.

ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა, თუმცა როგორც საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ ეს ზრდა შესაძლოა ერთჯერადი ფაქტორებით იყოს გამოწვეული.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება რუსეთში.

გაურკვევლობა ძალიან მაღალია რეგიონში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუკი ქართველები, რომლებიც მუშაობენ რუსეთში დაბრუნდებიან ქვეყანაში, მაშინ ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდება, რასაც გავლენა ექნება მაგალითად გაცვლით კურსზე.

მიგრანტების გამო იზრდება მოთხოვნაც. ამ ადამიანებმა სადმე უნდა იცხოვრონ, იყიდონ საკვები.  მსგავსი რაოდენობის ადამიანის შემოდინება შესაძლოა განხილული იყოს როგორც შოკი მოთხოვნაზე. ახალი ტალღის მიგრანტებს განსხვავებული დემოგრაფია თუ სტატუსი აქვთ და ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გამოჩნდეს.

ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გავლენა აქვს მომსახურების, ქირის, საკვების ფასებზე. როგორც გავიგე, სტუდენტები საქართველოში უკვე გამოწვევის წინაშე არიან, რადგან ბინის ქირაზე ფასები გაიზარდა“, - აღნიშნავს ლიაზიზა საბიროვა.