თბილისი (GBC) – საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა, რომელიც თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩის #68–ში მდებარეობს, ტერიტორიასთან ერთად 65,1 მლნ ლარად, მერვე მცდელობით გაიყიდა.

ელექტრონულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ფასი 65 მლნ ლარს შეადგენდა.

ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონი მერვედ, 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოცხადდა და პარასკევს, 30 სექტემბერს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადადის, რომელიც პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდა. შენობის რემონტი და აღჭურვა დასკვნით ეტაპზეა.