თბილისი (GBC) – ბანკებს აქტივების დანაკარგების მიხედვით ზარალი, 8 თვის სტატისტიკით, 219 მლნ ლარამდე გაეზარდათ. აგვისტოში ზარალი 100 მლნ-მდე გაიზარდა. წინა საანგარიშო თვეს, ივლისში,  ₾22 მლნ-ის მოგება ჰქონდათ, რაც  სხვადასხვა ოპერაციით, მათ შორის ჩამოწერილი სესხის ან სხვა ვალდებულებების დაფარვით არის განპირობებული. 

სებ-ის სტატისტიკით, დანაკარგებს შორის, ზარალი სესხებზე 76 მლნ ლარამდეა გაზრდილი.

ყველაზე ზარალიანი კრედოა, აქტივებთან (2 მლრდ) მიმართებაში 30 მლნ ლარამდე ზარალით.

სანქცირებული ვითიბის შვილობილის რეზერვი ამობრუნებულია. შესაბამისად ზარალზეც არ არის** (+72 მლნ) ** . მოგება აქვს პროკრედიტ ბანკსაც.

01.09.2022 (მლნ ₾)

  აქტივებზე  სესხებზე
  დანაკარგები რეზერვი
საქართველოს ბანკი 118,633 -629
თიბისი ბანკი   51,285 -652
ლიბერთი ბანკი 24,042 -132
ბაზისბანკი   64.633 -87
კრედო    29.804 -76
პროკრედიტ ბანკი -3,271  -43

წყარო: სებ-ი & ბანკები

** სესხი როცა ფუჭდება ზარალი იზრდება, რომ იფარება, იზრდება.