თბილისი (GBC) - ბანკებში დეპოზიტების მოცულობა  გაიზარდა, წლიურად 16%-ით, 42,3 მლრდ ლარამდე. აქედან ლარშია 18 მლრდ-ის, დანარჩენი უცხოურ ვალუტაში.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.09%, ხოლო ევროს წილმა 16.2% შეადგინა (L/Y - 83.3%; 15.3%). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 42.7%-მდეა გაზრდილი (L/Y - 39.2%).

სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბერში ანაბრების 243 მილიონით ზრდაა (+0.58%m.m). თუმცა ამავე მოცულობით შემცირებულია ვადიანი დეპოზიტები (-243 მლნ m.m).

ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.74% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.3%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96%. (01.22.2021 - 5.8%; 10.6%: 0.8%).

ბანკები არასაბანკო დეპოზიტებით (000 ₾) და გადახდილი %%-ით:

 

10m/2022

 10m/2022

თიბისი ბანკი

16,713,322

487,245

საქართველოს ბანკი

16,539,080

468,541

ლიბერთი ბანკი

2,625,187

132,146

ბაზისბანკი

1,942,823

58,497