თბილისი (GBC) - სამომხმარებლო სესხების დაგრძელვადიანება კობა გვენეტაძის სებ-ის პრეზიდენტობის პერიოდში ვეღარ მოესწრება, თუმცა მის გადაწყვეტილებას შემდეგი პრეზიდენტი ვეღარ შეცვლის.

სამომხმარებლო სესხების ვადა 4-დან 3 წლამდე  აგვისტოში დამოკლდა, რომ შენელებულიყო საკრედიტო აქტივობა, რომელიც ინფლაციას აქცევდა წნეხში.

სებ-მა ინფლაციის მართვაში მაკროპრუდენციული ზომები ჩართო, რადგან მას მხოლოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ვეღარ უმკლავდებოდა. მანამდე კი სავალუტო იპოთეკის ვადა დამოკლდა 10 წლამდე, რაც არ დაგრძელდება, რადგან ლარიზაციის პრიორიტეტულობა უფრო გრძელვადიანია.

სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლების მიზანი სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტმა მაშინათვე განმარტა. რეგულაციას მთლიანი დაკრედიტების შენელებაში 1%-იანი წვლილი უნდა შეეტანა, თუმცა დეკემბერში წლიური ზრდა უფრო მეტით არის შემცირებული. სამომხმარებლო დაკრედიტების ტემპმა კი 2%პ-ით მოიკლო (მთლიანის 12.14%-იან Y.Y ზრდში 3.8%-ია).

სებ-ის პრეზიდენმა სასესხო რეგულაციების  საზაფხულო შემსუბუქებაზე 55 მპკ-ზე განაცხადა. უფლებამოსილების 7-წლიან ვადაში კობა გვენეტაძემ 34-ჯერ  და უკანასკნელად შეინარჩუნა მპ განაკვეთი, ამჯერად 11%-ზე.