თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) უკრაინისათვის 16 მლრდ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული პროგრამა მრავალწლიანია და სხვადასხვა პროგრამებისთვის დაიხარჯება. აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია, რომ მოიძიოს მეტი საერთაშორისო დაფინანსება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პირველი პროგრამა, სავარაუდოდ, აპრილში დაფინანსდება.

გამოცემა ასევე წერს, რომ პროგრამის განხორციელება დამოკიდებულია მთელ რიგ პირობებზე, მათ შორის შვიდი ერისა, უკრაინის დონორებისა და კრედიტორების მხარდაჭერაზე.