თბილისი (GBC) - დეკემბერში მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი, წინა წლის დეკემბერთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა.

ფასების ინდექსის ცვლილება ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირია:

შენობები და ნაგებობები  და შენობების და ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები - ფასების  გაიზარდა - 2.9%-ით.

საავტომობილო გზები და რკინიგზა; საავტომობილო გზების და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები - ფასები  გაიზარდა - 7.4%-ით.

კომუნალური ობიექტების ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები - ფასები გაიზარდა 8.8%-ით.

ნაგებობები და სხვა სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირდა - 7.7%-ით.

შენობები და ნაგებობების აღება და სამშენებლო მოედნის მომზადება - ფასები გაიზარდა 18.8%-ით.

ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები - ფასები გაიზარდა 4.6%-ით.

სამშენებლო დამამთავრებელი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები - ფასები გაიზარდა 5.7%-ით.

სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირდა 7.8%-ით