თბილისი (GBC) - სემეკის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1 მლნ კბ/მ შეადგინა,რაც 16.7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (1.2მლნ კბ/მ).

ამ პერიოდში გაზის იმპორტი  9.3%-ით გაიზარდა და 342,4 მლნ კბ/მ შეადგინა (2021 ნოემ - 313.4მლნ კბ/მ).

აქედან ელექტროენერგიის წარმოებისათვის 110.1 მლნ კბ/მ დაიხარჯა. აღნიშნული მაჩვენებელი 19.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვეზე (2021ნოემ- 91.9მლნ კბ/მ).