თბილისი (GBC) – გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $19 მლრდ შეადგინა. საგარეო ვაჭრობაში  ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი თურქეთი იყო. 

თურქეთიდან იმპორტის წილმა 17.6% შეადგინა, რაც ფულად გამოსახულებაში $2.4 მლრდ-ია. თურქეთი იმპორტის ტოპ პარტნიორია.

რაც შეეხება ექსპორტს, თურქეთი მეხუთე ადგილზეა 7.8% წილით, რაც ფულად გამოსახულებაში $435.5 მლნ-ს შეადგენს.

თურქეთში ტოპ ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქცია კი ასეთია:

ექსპორტი:

1. ელექტროენერგია - $79.6 მლნ.

2. მაისურები და თბილი კვართები - $72.7 მლნ-ის 2.2 ათასი ტონა.

3. ფეროშენადნობები - $60.3 მლნ-ის 34.3 ათასი ტონა.

4. კოსტიუმები და კომპლექტები - $43.6 მლნ-ის 1.6 ათასი ტონა.

5. ფოლადის ნახ. ფაბრიკატები - $18.2 მლნ-ს 28 ათასი ტონა.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $105.4 მლნ.

2. სამკურნალო საშუალებები - $73.2 მლნ-ის 1.1 ათასი ტონა.

3. შავი ლითონის ნაწილები - $53.8 მლნ-ის 25.4 ათასი ტონა.

4. შავი ლითონის მილაკები - $47.5 მლნ-ის 46.4 ათასი ტონა.

5. სიგარეტი და თამბაქოს სხვა ნაწარმი - $47 მლნ-ის 2.5 ათასი ტონა.