თბილისი (GBC) - ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით ნოემბერში ელენერგიის მთლიანმა წარმოებამ 1,131.1 გვტ/სთ. რაც 4.6%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე.

აქედან თბოელექტროსადგურების გამომუშავებამ 496.2 გვტ/სთ შეადგინა (+14.7% Y.Y). ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ 627.6 გვტ/სთ,ხოლო ქარის სადგურებმა 7.3 გვტ.სთ.

სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტმა 559 გვტ/სთ - შეადგინა და ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 104.7%-ით არის გაზრდილი.  ხოლო ექსპორტმა 503.8 გვტ/სთ -შეადგინა,რაც 143%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.