თბილისი (GBC) - სემეკის ინფორმაციით სექტემბერში საქართველოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.2მლნ კბ/მ შეადგინა,რაც 9.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (1.1მლნ კბ/მ).

ამ პერიოდში გაზის იმპორტი  35.6%-ით გაიზარდა და 158.5 მლნ კბ/მ შეადგინა.

აქედან ელექტროენერგიის წარმოებისათვის 42.6 მლნ კბ/მ დაიხარჯა. აღნიშნული მაჩვენებელი 3772%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვეზე.