თბილისი (GBC) - ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა ღვინის საექსპორტო ფასს კლების ტენდენცია აქვს. 

საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს 1 ლიტრი ქართული საექსპორტო ღვინო საშუალოდ 3.6 დოლარი ღირდა, 2022 წლის 9 თვეში გატანილი ღვინის ფასი კი 2.66 დოლარია.

შესაბამისად 2013 წლიდან დღემდე ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 26.1%-ით არის შემცირებული.

გთავაზობთ 2013 წლიდან დღემდე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობას, მის საექსპორტო ფასს და ფასების ცვლილების დინამიკას:

პერიოდი

ექსპორტი  (მლნ $)

რაოდენობა (მლნ ლიტრი)

1 ლიტრის საშ. ფასი($)

ფასის ცვლილება (Y.Y)

2013

128.3

36

3.6

+11.6%

2014

180.4

45.9

3.9

+9.2%

2015

95.8

27.2

3.5

-10.3%

2016

113.5

37.6

3

-14.3%

2017

171.4

58.1

2.95

-1.7

2018

196.9

62.7

3.1

+5.1

2019

222.8

70.1

3.18

+2.6%

2020

210.3

68.8

3.05

-4.1

2021

239.3

80.5

2.97

-2.6%

2022(IX)

173.3

65.2

2.66

-10.4%