თბილისი (GBC) - რუსულმა ტურისტულმა სააგენტომ კლიენტები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ნაცვლად თურქეთის მარდინში გაამგზავრა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Yeni Akit წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ტურისტები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ ესპანეთის ნაცვლად თურქეთში არიან, რაც აეროპორტიდან გავიდნენ. გამოცემის ცნობით, შეცდომა, რის გამოც რუსი მოგზაურები თურქეთში აღმოჩნდნენ, ტუროპერატორმა დაუშვა, თუმცა მათ კარგი დღე გაატარეს ქვეყანაში.