თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით 8,5%–მდე გაზრდის გადაწყვეტილება ოთხშაბათის სხდომაზე მიიღო.

საპროცენტო დერეფნის ქვედა ზღვარი 0,5 პ.პ.–ით გაიზარდა და 6,75%–ით განისაზღვრა, ხოლო ზედა ზღვარი 9,5% გახდა.

მონეტარული პოლიტიკა 29 მარტს გადაიხედება.

ოთხშაბათსვე აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ფასების 8%–ით ელოდებიან.