თბილისი (GBC) - ევროზონაში ინფლაციამ 8.5% შეადგინა. ეკონომისტების პროგნოზი თვის დასაწყისში 8.9% იყო.

Bloomberg-ის ინფორმაციით ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება ცენტრალურ ბანკში მწვავე დებატებს გამოიწვევს, რადგან უკვე დაანონსებულია განაკვეთის მატება.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ევროზონის ინფლაციამ 9.2% შეადგინა.